Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებასთან ისევ ვერ თანხმდებიან

თარიღი : 21-06-2021, 14:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებასთან ისევ ვერ თანხმდებიან. მთავრობის მიერ შეთავაზებული 13 ადგილიდან, ჰესის მოწინააღმდეგეებისთვის ყველა მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი აცხადებენ, რომ ეს ტერიტორიები პროტესტის გასაგრძელებლად მოსახერხებელი არ არის, რის გამოც მათ პირვანდელ ადგილზე დაბრუნება უნდათ, თუმცა ეს ტერიტორია კომპანია "ენკას" საკუთრებაა.

"ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ უნდა შემოეთავაზებინა ალტერნატიული ადგილები ჩვენთვის. ჩვენ გადავხედეთ ამ ადგილებს, უბრალოდ პირობა გვქონდა, რომ უნდა იყოს საპირწონე იმ ადგილის, სადაც ვიყავით. ვნახეთ ეს ადგილები, პრაქტიკულად მთის ფერდობები იყო, სადაც ფიზიკურად ვერ დადგება ადამიანი, ზოგან არ იჭერდა მათ შორის არც ტელეფონი და ესეც ბუნებრივია, პრობლემაა. ეს გაუგებრობები არსებობს, ამიტომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ აქედან გამომდინარე,"-აცხადებს ხეობის ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი.

მათივე თქმით, პროტესტი გუმათში გაგრძელდება მანამ, სანამ მხარეები ახალ შეთანხმებას არ მიაღწევენ.

რიონის ხეობაში დღეს პროტესტის 238-ე დღეა.


ნანახია: 215-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი