Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მოსახლეობის ვაქცინაცია შესაძლოა სპორტის სასახლეში მოხდეს

თარიღი : 21-06-2021, 11:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის დიდი სივრცის მოსაწყობად, ერთ-ერთ ლოკაციად სპორტის სასახლეს განიხილავენ, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

"ვაქცინაციისთვის დამატებითი გაფართოვების კუთხით შერჩეულია ლოკაციები, ეს არის როგორც თვითონ სტაციონალური დაწესებულებები, რომლებიც ჩაერთვებიან ვაქცინაციაში, ასევე პირველადი ჯანდაცვის ამბულატორიული დაწესებულებები, რომლებშიც განხორციელდება მასიური ვაქცინაციის დროს მოსახლეობის ვაქცინირება. ამასთან, რამდენიმე ვარიანტზეა საუბარი, სადაც შეიძლება მოეწყოს მასობრივი ვაქცინაციის სივრცე ქუთაისში. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება სპორტის სასახლის საკითხი, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, სხვადასხვა ვარიანტზე მიმდინარეობს მუშაობა,"-აცხადებს გიორგიძე.

მისივე თქმით, იმერეთში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კლებადი დინამიკა ნარჩუნდება, ვაქცინაციის პროცესი კი ნორმალური ტემპით მიმდინარეობს.

"ბოლო კვირის მონაცემებით 2/2,5% არის დადებითობის მაჩვენებელი და 100-ის ფარგლებში მერყეობს ყოველდღიურად დადებითი შემთხვევების რაოდენობა. ყველა ეს შემთხვევა, რომელიც ფიქსირდება, ექვემდებარება შესაბამის კონტროლს საზოგადოებრივი ჯანდაცვების მხრიდან და მონიტორინგს როგორც კონტაქტების მხრივ, ასევე წყაროს იდენტიფიკაციის თვალსაზრისით. თუკი პირბადის გამოყენების რეგულაცია იქნება დაცული ჩვენი საზოგადოების მხრიდან, იმედია, რომ ეს სიტუაცია ხელიდან არ გაიქცევა. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, მასში საზოგადოებრივი ჩართულობის მაჩვენებელი მაღალია,"-აცხადებს გოჩა გიორგიძე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 252-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი