Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროექტები ხარაგაულში, რომლებიც მერის ჩართულობით ‘გაცოცხლდა’

თარიღი : 18-06-2021, 20:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა აქტიური მუშაობის და ძალისხმევის შედეგად 2018 -2019 წლებში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცოცხლა, ასეთი პროექტი სულ ათია.

სოფელ ზედუბანის გზის რეაბილიტაცია ,,გაცოცხლებული პროექტებიდან“ ერთ-ერთია, სადაც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 268 ათას 216 ლარია. პროექტის ფარგლებში გზის 1741 მეტრ მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყობა.

“აღნიშნულ ლოკაციებზე სამუშაოების წარმოებისთვის გასულ წელს გამოყოფილი იყო ფინანსები, თუმცა აღდგენის და სამუშაოების დასრულების კუთხით არსებობდა პრობლემები. ჩვენ გავაკეთეთ პროექტების გადაფასებაც, გაცოცხლებაც და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების დამატება, რათა ეს პროექტები მოქმედებაში მოგვეყვანა. მიმაჩნია რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და მისმა ყველა რგოლმა განსაკუთრებით მოადგილეეებმა, ბატონმა ვალერი ჭიპაშვილმა და დავით დევდარიანმა ინფრასტრუქტურის მიმართულების სამსახურის და განყოფილებების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა კარგად იმუშავეს და საერთო ჯამში გუნდური მუშაობით ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სახეზე გვაქვს,”-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

სოფელ ზედუბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს ,,გგ“ აწარმოებს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

“გაცოცხლებული პროექტებიდან” სამი პროექტი უკვე დასრულდა, შვიდი კი განხორციელების ეტაპზეა.


ნანახია: 292-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი