Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მაღალმთიან სოფელში გზის მოწესრიგება დაიწყო

თარიღი : 18-06-2021, 18:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში, სოფელ ზვარეს გზის რეაბილიტაციაზე, ტენდერში გამარჯვებული ფირმასთან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.

პროექტის ღირებულება 640 ათასი ლარს შეადგენს და ბეტონის საფარი 1 500 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება. სამუშაოებს შპს “ალპედე” აწარმოებს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ზვარეში ,,გზის აღდგენა - დაკვალვის" სამუშაოები უკვრ ჩატარდა. ორ დღეში კი გზის მოსწორება- დახრეშვა დაიწყება.

მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი ძალისხმევის და ჩართულობის შედეგად, მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე ორ სოფელში ზვარესა და გედსამანიაში წელს მასშტაბური პროექტები განხორციელდება.

მიმდინარე წელს მთის განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ყველაზე დიდი დაფინანსება- 650 ათასი ლარი მიიღო.


ნანახია: 470-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი