Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სროლა ქუთაისში-დაშავებულია ერთი ადამიანი

თარიღი : 15-06-2021, 22:02 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სროლა იყო ქუთაისის ცენტრში, ჭავჭავაძისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე.

თვითმხილველების ინფორმაციით, ჯერ ჩხუბის, მოგვიანებით კი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის ხმა გაიგონეს.

"გაჩერებაზე ვიდექი, სახლში მივდიოდი და უეცრად შემომესმა ხმამაღალი საუბრის, ჩხუბის ხმა და შემდეგ რამდენიმე გასროლა. წამიერად, რა თქმა უნდა, ატყდა აურზაური, რის შედეგადაც მიიმალა ეს ადამიანი, რომლის დანახვაც, პირადად მე ვერ შევძელი. ვინ ისროლა ან ვის მოხვდა, არ ვიცი. რამდენიმე მოკლე გასროლა იყო, საკმაოდ ხმამაღალი,"- ამბობს თვითმხილველი.

შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც ბინაში მუშაობდა. დაშავებული ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 518-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ადგილზე სასწრარაფოს ორი ჯგუფი იყო გაგზავნილი და დაშავებული პაციენტები მათ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქუჩაზე მდებარე მაღაზიას დაეჯახა.

ამინდი