Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘წარმატებული პროექტების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის მორიგი წარუმატებელი მცდელობა,’-ქუთაისის მერია ოპოზიციონერ დეპუტატს პასუხობს

თარიღი : 15-06-2021, 14:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"წარმატებული პროექტების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის მორიგი წარუმატებელი მცდელობა,"-ასე პასუხობენ ქუთაისის მერიაში ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა შუშანია ბრალდებას.

"თითოეულ ჩვენგანს კარგად ახსოვს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქალაქში არსებული მოუწესრიგებელი სატრანსპორტო სისტემა. დღეს, როდესაც ქალაქმა განახორციელა უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმა, როდესაც ქალაქში გვყავს მუნიციპალური სატრასპორტო სერვისი, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ, სადაც ისინი სარგებლობენ თანამედროვე ტიპის საგადახდე სისტემით. როდესაც 8 000 მგზვარის ნაცვლად, 30 000-მდე მოქალაქე შეძლებს საშეღავათო სისტემით სარგებლობას, მათ შორის პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, ბაღის პედაგოგები, სტუდენტები, გაუგებარია, რატომ ისმის კითხვები, განსაკუთრებით საკრებულოს წევრის მხრიდან, რომელიც კარგად უნდა აანალიზებდეს მსგავსი ტიპის განხროციელების მნიშვნელობას ქალაქში. ასევე, მსოფლიოში არ არსებობს სატრანსპორტო სისტემა, რომელიც არ არის სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან. ეს იყო ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნის მოთხოვნა და დაკვეთა, ქალაქში გვქონოდა ხარისხიანი სატრანსპორტო სერვისი. შესაბამისად, მსგავსი შემთხვევები: არაობიეტურად წარმოაჩინონ რეფორმები, არის წარმატებული პროექტების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის მორიგი წარუმატებელი მცდელობა,"-აცხადებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე.

ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია ქალაქის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. შუშანიას განმარტებით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყველა მიმართულებით კრიზისია შექმნილი, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ახალშექმნილ სატრანსპორტო კომპანიას 2 მილიონი ლარი დაუმატა და თავისი აქტივისტები დაასაქმა. შუშანია დარწმუნებულია, რომ გაბერილი შტატებით და ხარჯებით თვითმმართველობა არჩევნებისთვის ემზადება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 244-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულის შესახებ განცხადებას საკრებულოს ფრაქცია 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარე გიგა შუშანია აკეთებს.

ამინდი