Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა სასტუმროს მინები ჩაამსხვრიეს

თარიღი : 15-06-2021, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ვანდალიზმი წყალტუბოში - სასტუმრო "არგოში", გვიან ღამით, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი უცნობი პირები შეიჭრნენ. შუშები ჩაამსხვრიეს და ინფრასტრუქტურა დააზიანეს.

"მე დამირეკეს ღამის 03:30 წუთზე, რომ ასეთი შემთხვევა მოხდა. მაშინვე გამოვიქეცი, მოვედი და დამხვდა ჩონჩქოლი, აურზაური. ჩემი შვილიშვილი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დამხვდა გადაყვანილი სასწრაფოთი, პოლიციას ვეკითხები, სადა არიან დამნაშავეები-მეთქი და დამნაშავეები აგერ არიანო, მიმითითეს ვიღაც პირებზე და თან ეჩხუბებოდნენ იმათ, წადით სახლებში, მოშორდით აქედანო, ისინიც არ მიდიოდნენ. დამნაშავე წინ გიდგას და სახლში წადიო ეუბნები? სასტუმრო დამიზიანეს, შვილიშვილი სასწრაფოთია გადაყვანილი და შენ ეუბნები წადიო? დიდი ხათრით, თორემ ალბათ გაუშვებდნენ, დაიწყეს მერე დაკავება,"-აცხადებს სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

მისი განმარტებით, სავარაუდოდ ნასვამი პირების გაღიზიანება ხმაურსა და უწესრიგობაზე მიცემულმა შენიშვნამ გამოიწვია. ამასთან, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სასტუმრო ზარალდება.

"როგორც ჩანს კარი ვერ გააღეს, აიღეს დეკორატიული დიდი ქვები და დაიწყეს ჩამტვრევა. 15 მეტრი რადიუსში ყველა შუშა გატეხილია, შეიჭრნენ შიგნით, შევარდნენ ადმინისტრატორის ოთახში და დაუწყეს ცემა ახალგაზრდა კაცს. მიზეზი იყო ის, რომ მიუთითა, ნუ ხმაურობთ, შეწუხდა დამსვენებელიო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყოველ საღამოს ერთი და იგივე მეორდება. სულ ხმაურია. ამის გამო დილის საათებამდე ძალიან ბევრი დამსვენებელი წავიდა, გაიქცა,"-აცხადებს სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.


ნანახია: 208-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც topnews.com.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მეშახტეებმა ჩაამსხვრიეს ადმინისტრაციის შენობის მინები, გაანადგურეს ავეჯი
თვითმხილველების თქმით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, ხოლო აფეთქების შედეგად დაშავებული პერსონალი
სასტუმროს ინფრსტრუქტურა 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს მოიცავს.

ამინდი