Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თეთრი ხიდისთვის რეზო გაბრიაძის სახელის დარქმევას ითხოვენ

თარიღი : 14-06-2021, 18:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"თეთრ ხიდს ეწოდოს რეზო გაბრიაძის სახელი,"- ჟურნალისტი და კულტურული პროექტების მენეჯერი შალვა კამლაძე ინიციატივით გამოდის. იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში, კამლაძე ამბობს, რომ დიდი მწერალი, მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მშობლიურმა ქალაქმა უფრო მეტად უნდა დააფასოს.

შალვა კამლაძის თქმით, თეთრი ხიდისთვის მისი სახელის მინიჭება, არა რეზო გაბრიაძეს, არამედ ქუთაისს სჭირდება.

"ვიცით, რომ რეზო გაბრიაძისთვის თეთრი ხიდი საყვარელი ადგილი იყო. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე დაწყებულია მისი პიროვნებისა და მისი შემოქმედების გაცოცხლება, ვგულისხმობ, რომ პიკასოს ბიჭის ძეგლი უკვე დგას ხიდზე (რომელსაც უკავშირდება რეზო გაბრიაძის სახელი), კარგი იქნება თვითონ ხიდსაც, მისი სახელი ეწოდოს. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ცნობილი მარიონეტების თეატრის აკვანი (რომელმაც თბილისში ჰპოვა რეალიზაცია), სწორედ ქუთაისში დაირწა. გაბრიაძის სურვილი იყო, ეს დარგი ქუთაისიდან აღორძინებულიყო. როგორც ხიდი (მდინარის ზედაპირზე გადებული კავშირი) აკავშირებს, ერთი მხარის ადამიანებს მეორესთან, რეზო გაბრიაძემაც ასე დააკავშირა ქუთაისი თავისი მარიონეტების თეატრით მსოფლიო კულტურას.

ვინაიდან, რეზო გაბრიაძე იქცა ქუთაისის კულტურის ელჩად საერთაშორისო მასშტაბითაც და მან თავისი ნაწარმოებებით ძეგლი დაუდგა ქუთაისს, რატომაც არა? ვფიქრობ, ამით არანაირიად არ კნინდება თეთრი ხიდის ისტორია, პირიქით. თეთრ ხიდს, რომ მისი სახელი მიენიჭოს, ეს რეზო გაბრიაძეს არ სჭირდება, ეს ქუთაისს სჭირდება. რომ იტყვიან ხოლმე რეზო გაბრიაძეზე, იქვე ქუთაისი აგონდებათ (და პირიქით), ესაა ცხოვრების აპოგეა, მეხსიერებაში ჩაბეჭდილი გენიოსები..."-ამბობს შალვა კამლაძე.

საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თეატრისა და კინოს გამორჩეული რეჟისორი, მხატვარი და მწერალი, რეზო გაბრიაძე ქუთაისში, 1936 წელს, დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორი იყო. მას ძალიან უყვარდა მშობლიური ქალაქი.

აღსანიშნავია, რომ მისი ბიოგრაფიული ფილმის "ჰაი, ჰარალე დედაოს“ პრემიერა ქუთაისში, სწორედ თეთრ ხიდზე გაიმართა. საპრემიერო ჩვენებას თავად რეზო გაბრიაძე დაესწრო, სადაც განაცხადა, რომ მშობლიურ ქუთაისში ფილმის ჩვენება, დიდი პატივი, თეთრ ხიდზე კინოჩვენება კი მისთვის ნამდვილი საჩუქარი იყო.

რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი
ფოტო: არჩილ გეგენავა


ნანახია: 812-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პიესის ავტორი რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი რეზო გაბრიაძე გახლავთ.

ამინდი