Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ამ დაავადებამ დაგვანახა სიცოცხლის და ჯანმრთელობის მნიშვნელობა. მივხვდით, რომ ერთმანეთი უნდა დავაფასოთ და გვიყვარდეს“

თარიღი : 11-06-2021, 12:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ჩვენი დღე იწყებოდა იმით, რომ ვიკრიბებოდით ყველა გენერალური დირექტორის კაბინეტში, განყოფილების გამგეებთან ერთად და ვკითხულობდით რომელ განყოფილებას რა სჭირდებოდა, რა აღჭურვილობა, მედიკამენტები, თუ ა.შ"- "კლინიკა ბომონდის" მენეჯერი ფატი როგავა Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში კოვიდპანდემიის იმ რთულ პერიოდს იხსენებს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ფატი როგავა, რომელიც სამედიცინო სფეროში 2003 წლიდან მუშაობს, ამბობს, რომ კოვიდ-19 რთული განსაკუთრებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო და სიკვდილის დიაგნოზივით ჟღერდა, განსაკუთრებით პირველი ტალღის დროს, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით რა დაავადებასთან გვქონდა საქმე.

"ძალიან რთული პერიოდი იყო. ჯერ ერთი რთული იყო იმიტომ, რომ პანიკა იყო ხალხში, ყველას ეშინოდა. ახლა იმდენად აღარ არის ეს შიში და სიმპტომების გაჩენისთანავე აღარ მიდიან ექიმთან, მაგრამ მაშინ იყო მართლაც ისტერიული პანიკა. ადამიანს, რომ ეტყოდნენ, კოვიდინფიცირებული ხარო, მის თვალებში კითხულობდნენ შიშს, რომ თითქოს დამთავრდა ყველაფერი. 24 საათი ვმუშობდით, ჩვენთვის არ იყო არც დღე, არც ღამე, არც შაბათ-კვირა, არც ჩვენი ოჯახი, შვილებისთვის არ გვეცალა და ა.შ. პაციენტებზე ვიყავით მთლიანად გადართულები. უნდა შეგვექმნა იდეალური გარემო, რომ როგორმე დაგვეძლია მათთვის შიში, უნდა გვეზრუნველყო მედიკამენტებით, კვებით და ა.შ.
რა თქმა უნდა სახელმწიფო ძალიან გვეხმარებოდა. პირველი ტალღის დროს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სამინისტროდან მოგვდიოდა. ღამეც კი გვქონია კონტაქტი სამინისტროს წარმომადგენელთან მომარაგებასთან დაკავშირებით. შემდეგ მივეჩვიეთ, ჩამოვაყალიბეთ ფირმებთან ურთიერთობა და თავად შემოგვქონდა ეს საშუალებები (ნიღაბი, ხელთათმანი, კომბინიზონი, ხალათი და ა.შ).

პაციენტებთან ერთად უნდა გვეფიქრა ჩვენს თანამშრომლებზეც. გვქონოდა უწყვეტი მომარაგება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე. პირველ ეტაპზე გარკვეული შიშის მიუხედავად, თანამშრომლებისგან გვესმოდა: "ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ 24 საათი". არც ერთი მათგანიდან ოდნავი წუწუნიც არ მომისმენია, რომ დაიღალენ. არადა მორიგეობას მორიგეობაზე აბამდნენ, უმძიმეს პაციენტებთან შედიოდნენ, ძალიან რთული იყო ეს და ძალიან დიდი მადლობას ვუხდი მათ ამ თავდადებული მუშაობისთვის,"-ამბობს ფატი როგავა.
მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალმა იმ პერიოდში, ერთგვარად ფსიქოლოგების როლი შეითავსა, რათა პაციენტებში შიში დაეძლიათ. ფატი როგავა ამბობს, რომ კოვიდმა სწორედ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასი დაგვანახა და გვაჩვენა, რომ ადამიანები უფრო მეტად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

"ამ დაავადების დროს, განსაკუთრებით ჰქონდათ ადამიანებს ფსიქოლოგიური ტრამვა. იმდენად მძიმედ იყვნენ ამ კუთხით, პირდაპირ გეუბნებოდნენ: მე გადავხტები ახლა მეორე სართულიდან. პალატიდან ვერ გამოდიოდნენ, ჩაკეტილ სივრცეში მკურნალობდნენ ამ დაავადებიდან გამომდინარე და ეს მათთვის და ჩვენთვისაც, მედპერსონალისთვისაც, რთული იყო. ვერ ვიცავდით იმას, რომ ხშირად არ შევსულიყავით პაციენტებთან, სულ გვეძახოდნენ, ვჭირდებოდით და ჩვენც რა თქმა, უნდა ძალიან ხშირად შევდიოდით. თითოული პაციენტის მდგომარეობა და ავამდყოფობა თვალწინ გიდგას ამ დროს. მე მაგალითად, დილას ვიწყებ იქიდან, რომ ექიმებს უნდა გამოვკითხო ვინ როგორაა. ზოგჯერ მიკვირს, ყველას სახელები და გვარები როგორ მამახსოვრდება, მაგრამ მიჩვეული ვარ უკვე, მენეჯერი ვარ თითქმის 2003 წლიდან. ცოტა ჩაწყნარდა ახლა მდგომარეობა, მიეჩვია ხალხი ამ დაავადებასთან თანაცხოვრებას, იმდენი შიში აღარ აქვთ, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ზოგიერთი გვიან მიმართავს ექიმს და დამძიმებული შემოდის. კოვიდმა დაგვანახა, სიცოცხლის და ჯანმრთელობის მნიშვნელობა. მივხვდით, რომ ერთმანეთი უნდა დავაფასოთ და გვიყვარდეს. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდებოდეს კოვიდი, დავიცვათ რეკომენდაციები, გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს,"-ამბობს ფატი როგავა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 460-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი