Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘საერთოდ აღარ მიკვირს, რომ საქართველოდან ყველას წასვლა უნდა,’-რას წერს მოქალაქე, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში პრობლემა შეექმნა

თარიღი : 10-06-2021, 20:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
გიორგი ჩოგოვაძე, რომელმაც ემიგრაციაში ყოფნას სამშობლოში დაბრუნება და საკუთარი საქმის დაწყება არჩია, იმ სირთულეზე წერს, რომელსაც საქმიანობის პროცესში გადააწყდა.

“1.5 თვის წინ გავხსენი დრაივი ერთ-ერთი მაგისტრალის პირას.

ინგლისში ცხოვრებაზე უარის ვთქვი, რადგან ვიფიქრე საქართველოში შევძლებ რაღაც საქმის წამოწყებას-თქო.

თან ეს საქმიანობა მხოლოდ ჩემს წისქვილზე არ მოქმედებს დადებითად.

მეც რომ ვყოფილვარ უწინ აქ და უბრალოდ წყალი რომ მოგწყურდეს, ელემენტარულად ვერსად იშოვი.

აქ ახლოს არის ტრაილერების სადგომი და მძღოლები კილომეტრებზე მიდიოდნენ რაღაცეების საყიდლად.

დავიწყე ეს საქმე, ჩემი ყველა რესურსი აქ ჩავდე, მთელი გული მივუძღვენი და თითქოს ყველა მხარე კმაყოფილი ვიყავით.

ახლა რა მოხდა: მოვიდა ვიღაც საგზაო დეპარტამენტიდან, ამ ჯიხურის აქ დადგმის უფლება არგაქვთო, რადგან გზა უნდა გაფართოევდესო. ვკითხე აქაურებს და 15 წელია ეგრე ამბობენო. თუ დააპირებენ გზის გაფართოებას, ავდგები და მერე გადავიტან, ახლა ვის რა პრობლემას ვუქმნი.

ვიღაც არაბმა რომ ააშენა რუსთაველზე ყველა სტანდარტიდან ამოვარდნილი ბილტმორი, ხო კაი.

სოსო ფხაკაძემ რომ საბურთალოზე “ვენდისი” ააშენა და ერთადერთი სკვერი მოსპო მაგის ხარჯზე, ეგეც ხო კაი.

ანუ დიდი ბიზნესმენებისთვის ყველაფერი მოსულა და ჩემთვის პატარა ბუტკა არ შეიძლება. აბა კანონი ყველასთვის ერთიაო?

ახლა საერთოდ აღარ მოკვირს, რომ საქართველოდან ყველას წასვლა უნდა,”-წერს გიორგი ჩოგოვაძე.


ნანახია: 234-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ბაკურ ბალანჩივაძე, რომელსაც მერის თანამდებობის დასაკავებლად რამდენიმე ხმა დააკლდა, ამჯერად
პოლიტიკოსის განცხადებით, ახალი პოლიტიკური მოძრაობის ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.
მარი გოლეთიანი 2016 წლის 8 ნოემბერს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. ერთადერთი შვილის გაუჩინარების შემდეგ ოჯახი უმძიმეს

ამინდი