Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მინდა გამოცოცხლდეს და გაფერადდეს ქალაქი,'-როგორ გააფერადებს ქუთაისს მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც წლების განმავლობაში ანტისანიტარიის კერად იყო ქცეული

თარიღი : 10-06-2021, 12:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ე.წ. სტეკლოტარას გადასასვლელი ფუნქციონირებას სახელოვნებო სივრცის დანიშნულებით აგრძელებს. გადასასვლელში პირველი შემოქმედებითი საღამო უკვე გაიმართა. ხელოვანები: გეგი ფალიანი, კახა ბაკურაძე, სანდრო ნიკოლაძე, ბახვა წერედიანი და რამაზ ფილფანი ქუთაისს დედაქალაქიდან სტუმრობდნენ (იდეის თანაავტორი კახა ბაკურაძე, საღამოს გენერალური სპონსორები და მხარდამჭერები კოკა-კოლა და არგო).

იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში მსახიობი, იდეის ავტორი და მოიჯარე დიმიტრი ალავიძე ამბობს, რომ სივრცე მალე მულტიფუნქციურ დატვირთვას შეიძენს და ქუთაისს გააფერადებს.

"ეს იქნება შემეცნებით-გასართობ-დასასვენებელი სივრცე. მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება ხელოვნების კუთხით. მინდა, მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდეს. გეგმაში მაქვს, რომ იყოს აქ თოჯინების თეატრიც, სადაც ყოველდღიურად პატარა წარმოდგენები გაიმართება. საღამოს, 20:30-ზე, ზღაპარი იკითხებოდეს, 21:00-ზე კი, როდესაც მორჩებიან ზღაპრის კითხვას, პატარები წამყვანთან ერთად ამოვიდნენ და ფეიერვერკი ისროლონ (როგორც ტრადიცია ისე დამკვიდრდეს). ამასთან, 21:30 საათიდან ცოცხალი მუსიკა იყოს. იქნებიან აქ ადგილობრივი მუსიკოსები, ამასთან, მსახიობი ვარ, ბევრი მეგობარი მყავს და საინტერესო ხელოვანებს ჩამოვიყვან სხვადასხვა ქალაქიდან, გაიცნობენ ერთმანეთს, მოკლედ, ურთიერთობა შედგება. მინდა, ეს იყოს ადგილი მათთვის, ვისაც საშუალება არ აქვს დიდ სცენაზე გამოვიდეს და თავისი შესაძლებლობები აჩვენოს. იქნება აქ გამოფენებიც, პოეზიის საღამოებიც, წიგნის პრეზენტაციაც, მუსიკაც (პარასკევს და შაბათს ელექტრონული) და ა.შ. მინდა სივრცის შიდა მოხატვაც, რომ გავალამაზო გარემო (კონკურსს გამოვაცხადებ).

მაქვს გეგმაში, რომ გაკვეთილები გვქონდეს ყოველდღე. ეს იქნება ტექნიკურ საკითხებში, რომლებსაც ბავშვები ვერ ეწევიან გარკვეული მიზეზების გამო. ამიტომ, მინდა დავეხმაროთ მათ. მოკლედ, დღის განმავლობაში მინდა საბავშვო სივრცე იყოს, საღამოს კი ტურისტი ჩამოვა, სხვა ქალაქიდან სტუმარი გვეწვევა, თუ ადგილობრივი, იყოს მუსიკა და განტვირთვის ფუნქცია ჰქონდეს. მინდა გამოცოცხლდეს და გაფერადდეს ქალაქი,"-ამბობს დიმიტრი ალავიძე.
https://i.postimg.cc/Kz7JRBrR/gadasasvleli.jpg
დიმიტრი ალავიძე ყველას მოუწოდებს, ესტუმრონ სახელოვნებო სივრცეს. ამბობს, რომ სივრცის კარი ყველასთვის ღიაა.

"როცა გამიჩნდა ეს იდეა, ყველამ შემიწყო ხელი, მთელმა მერიამ, სხვადასხვა სამსახურებმა. არ მინდა ვინმეს სიკეთე დავუკარგო, ამიტომ მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, ყველა ჩართულია ამ კარგ საქმეში. არ შემიძლია არ გამოვყო ჩემი უბნის ბავშვები, ახალგაზრდები, ადამიანები, მათი გვერდში დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ყველა ხელოვანს მივაწვდინო ხმა, რომ მოვიდნენ, სახელოვნებო სივრცე უკვე გახსნილია და თქვენთვის ეს კარი ღიაა. იდეები ბევრი მაქვს, ალბათ 3-4 თვეში რაც გვაქვს ჩაფიქრებული განვახორციელებთ. გვექნება ოფიციალური გახსნაც, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას შევხედავთ, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია ის, რომ პირველადი ფუნქცია (მიწისქვეშა გადასასვლელის) ამ სივრცეს დაუბრუნდა. ადამიანებს შეუძლიათ უსაფრთხოდ გადავიდნენ. დაცულია ამ შემთხვევაში ფეხით მოსიარულეებიც და მძღოლებიც. მიხარია, რომ ხალხი უკვე სარგებლობს, მაგრამ ყველას ვთხოვ, არ დააბინძურონ და გაუფრთხილდნენ გარემოს,"- ამბობს დიმიტრი ალავიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 301-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეფარიშვილის განცხადებით, ქალაქს განვითარებისთვის სხვა ფუნქცია უნდა მოეძებნოს და არა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი.

ამინდი