Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელ ვარციხეში უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოვლინდა

თარიღი : 8-06-2021, 12:40 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, მდინარე რიონზე, კაშხალთან 500-მეტრიან აკრძალულ ზონაში ერთი მოქალაქე ანკესის, მეორე კი 150-მეტრიანი სახლართი ბადისა და გასაბერი ნავის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას. ერთ-ერთ სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა 6 კილოგრამი შერეული სახეობის თევზი.

“დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს უკანონოდ მოპოვებული თევზი, თევზჭერის საშუალებები და ნავი ჩამოართვეს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 123 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,”-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 235-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების განყოფილების
ამავე პერიოდში, გამოვლენილია ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 9 ფაქტი. დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაილუქა უკანონო
სოფელ მეორე სვირში, მდინარე ყვირილაზე, მოქალაქე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდა თევზის მოპოვებას.

ამინდი