Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“შეიძლება ითქვას, რომ სამწლიანი შესვენების შემდეგ ქუთაისელებმა დაიბრუნეს ჩემპიონობა”

თარიღი : 3-06-2021, 11:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ჰოკეისტ მამაკაცთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატი თბილისში, 28-30 მაისს გაიმართა, სადაც 5 გუნდი მონაწილეობდა.

"თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ინდორ (დარბაზის) ჰოკეიში მამაკაცთა გუნდებს შორის, რომელიც პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო. ჩემპიონატში მონაწილეობდა 5 გუნდი: თბილისის 2 გუნდი, აჭარის, ქუთაისისა და აბაშის გუნდები.

1-ლი ადგილისთვის ბრძოლაში თბილისისა და ქუთაისის გუნდების შეხვედრამ ჩაიარა დაძაბულად და დამთავრდა ფრედ 3:3. ბურთების უკეთესი სხვაობით 1-ლი ადგილი დაიკავა ქუთაისის გუნდმა, მე-2 თბილისმა, მე-3 აჭარამ, მე-4 აბაშამ და მე-5 თბილისის ახალგაზრდულმა ნაკრებმა. შეიძლება ითქვას, რომ სამწლიანი შესვენების შემდეგ ქუთაისელებმა დაიბრუნეს ჩემპიონობა,"-აცხადებს საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ თევდორაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 335-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოზურგეთის სპორტის სასახლეში გამართული საქართველოს ჩემპიონატი ჰოკეიში ქუთაისის ჰოკეისტ ქალთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ჩემპიონატი მიმდინარე წლის 28–30 მარტს ოზურგეთის სპორტის სასახლეში ჩატარდა.
ჩემპიონატში ქუთაისის, აბაშის, აჭარისა და ჩოხატაურის გუნდები მონაწილეობდნენ.
2017 წლის 30 სექტემბერს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი უძლიერეს მამაკაცთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო
16 წლის გოგონათა და ჭაბუკ ჰოკეისტთა გუნდებს შორის სომხეთის ღია პირველობა ქალაქ რაზდანში ჩატარდა.

ამინდი