Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘როცა შევდიოდი პალატაში, ზოგიერთი მეუბნებოდა, მზესავით მოდიხართ ჩვენთან ბარბარე ექიმოო,’-კლინიკა, სადაც ათეულობით ხანდაზმული გამოჯანმრთელდა

თარიღი : 2-06-2021, 16:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
"კლინიკა ბომონდის" სამედიცინო პერსონალის ანგარიშზე არაერთი გადარჩენილი სიცოცხლეა, მათ შორის არიან ხანდაზმული ადამიანებიც. კოვიდპანდემიის პერიოდში კლინიკამ 70-დან 90 წელს ზემოთ ასაკის ათობით ადამიანი მიიღო.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში კოვიდთერაპიის ოჯახის ექიმი ბარბარე ფუტურიძე ამბობს, "ბომონდის" პროფესიონალთა გუნდმა პაციენტების უმრავლესობა გამოჯანმრთელებული გაწერა.

"ჩვენთან ხანში შესული არაერთი ქალბატონი და ბატონი გადიოდა მკურნალობას. მათ შორის გვყავდნენ 90 წელს გადაცილებულებიც. შემოდიოდნენ ორმხრივი მწვავე პნევმონიით, საკმაოდ მაღალქულიანი დაზიანებებით, თითქმის ყველას ჰქონდა თანმხლები დაავადებებიც.

უფრო ემოციური დატვირთვა აქვთ ასაკოვან პაციენტებს, სიკვდილის შიში აქვთ. ამიტომ, განსაკუთრებული სითბო და მზრუნველობა სჭირდებათ. ექიმს იმედიანად უყურებენ. როცა შევდიოდი პალატაში, ზოგიერთი მეუბნებოდა, მზესავით მოდიხართ ჩვენთან ბარბარე ექიმოო. დიდ იმედს ხედავდნენ ჩვენში. გარდა იმისა, რომ მათ მკურნალობა უტარდებოდათ, ვამშვიდებდით, ვაწყნარდებდით, ვამხნევებდით, ვცდილობდით ფსიქოლოგიურადაც მივდგომოდით. ოჯახის წევრებიც ძალიან ხშირად გვირეკავდნენ, დღეში რამდენჯერმე. მაქსიმალურად ვეხმარებოდით, უმეტესობა გამოჯანმრთელდა და გაეწერა, რაც ძალიან სასიხარულოა,"-ამბობს ბარბარე ფუტურიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოვიდდადასტურებულ პაციენტთა რიცხვი შედარებით შემცირებულია. ისურვებდა, რომ

"ნაკლები ინფიცირებული პაციენტი იყოს, იმუნიზაციის პროცესი უფრო სწრაფად წარიმართოს და აღარ განმეორებულიყოს ის უმძიმესი პერიოდი, რაც გადავიტანეთ,"-ამბობს ბარბარე ფუტურიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1074-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი