Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა შეცვალა ქუთაისისთვის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა?

თარიღი : 26-05-2021, 18:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რა შეცვალა ქალაქისთვის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა? - აღნიშნულის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ქუთაისის მერი საუბრობს.

"ქუთაისს სამ ათეულ წელზე მეტი არ ჰყავდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, ჩვენ შევძელით ქალაქში ახალი, თანამედროვე ავტობუსების შემოყვანა. უკვე ამოქმედდა გადახდის საბარათო სისტემაც და ჩვენი მოქალაქეები მგზავრობენ კომფორტულად, მოწესრიგებული ტრანსპორტით და მათი ინტერსების გათვალისწინებით განახლებული სვლა-გეზებით,"-განაცხადა მერმა.

ცნობისთვის, ქუთაისში, 90-იანი წლების შემდეგ, პირველად არის მუნიციპალური საქალაქო ტრანსპორტი. ქუთაისის მუნიციპალურ ავტოპარკს თანამედროვე სტანდარტების 60 ახალი ავტობუსი ჰყავს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 277-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი