Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამბროლაურის სოფელ აგარაში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ორ პირს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯა

თარიღი : 17-05-2021, 18:14 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებულ პირებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვის გზით განზრახ მოკლეს ლ.ა. იმავდროულად ვ.ს. ფიზიკურად გაუსწორდა მ.ც.-ს, რომელიც ლ.ა.-ს მკვლელობაში ბრალდებულებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. ი.ქ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად), ხოლო ვ.ს.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა და ძალადობა) წარედგინათ. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.ქ. და ვ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"-აღნიშნულია განცხადებაში.


ნანახია: 226-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დიმიტრი ჯიჭონაია პატიმართა მიმართ განხორციელებულ ცემა-წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო და 6 წლითა და 9 თვით
გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის რაიონში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ.ხ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებთან კონფლიქტის
ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცნენ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის

ამინდი