Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია ფოთის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას ივნისის ბოლოსთვის გეგმავს

თარიღი : 17-05-2021, 17:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ფოთის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

ფოთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროექტი გზის საფარის, ტროტუარების და ღვარსადენი სისტემის რეაბილიტაციას მოიცავს. სამუშაოებს შპს „გზამშენი XXI“ ახორციელებს.

"ფოთის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები მოვინახულე, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 1 200 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ, ფოთის ქუჩა იქნება კომფორტული როგორც ტრანსპორტით გადაადგილებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვისაც,”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


ნანახია: 222-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება მაისის ბოლოს დაიწყო.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მიმდინარე

ამინდი