Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დროულად გაიხსნას ტურისტული ობიექტები იმერეთში,'-ახალგაზრდა გიდების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 17-05-2021, 17:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, დაკეტილია ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტურისტული ატრაქციები - მღვიმეები და კანიონები (პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე,მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი).

ისედაც, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი წყალტუბოს, ხონისა და მარტვილის მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს გახსნას და ტურისტების მასპინძლობას.

გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტურიზმის ინდუსტრიის მიერ გაჟღერებულ მთავარ მოთხოვნებს:

დროულად გაიხსნას ზემოთ ჩამოთვლილი ტურისტული ობიექტები;

სრულად მოიხსნას კომენდატის საათი;

დაჩქარდეს, ტურიზმის ინდუსტრიის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია,"-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 17 მაისიდან, კომენდატის საათი 23:00 -05:00-მდე იმოქმედებს. ამასთან, კვების ობიექტები სტუმრების მიღებას შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში შეძლებენ. ქვეყანაში შემდგომი შეზღუდვების შემსუბუქება კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, სტაბილიზაციის შემთხვევაში პირველი ივნისიდან განიხილება.


ნანახია: 212-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქში ტურისტებისა და ტურიზმიდან შემოსავლების მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, ტურისტულ ობიექტებში პრობლემები ისევ მოუგვარებელი

ამინდი