Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი რიონის ხეობის მცველების მიერ 23 მაისს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე?

თარიღი : 17-05-2021, 17:18 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში რიონის ხეობის მცველების პროტესტს ეხმაურება.

"მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის მომავლისთვის ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით 23 მაისს დაგეგმილი აქცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური ელიტის გაუთავებელი გარჩევები და "აბსოლუტური ჭეშმარიტების" ტელეეკრანებიდან დემონსტრირება ხალხთან, როგორც ძალაუფლების წყაროსთან, ჩატეხილი ხიდის პირობებში.

ამ ხალხმა აჩვენა ყველა ის თვისება, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის - პატრიოტიზმი, სიბრძნე, სიდინჯე, სიყვარული. არ დანებდა და არ გაიყიდა, თავი არ გამოაყენებინა და არ წამოეგო.

იყო მომენტი, როცა ვიფიქრე, რომ დამთავრდა. ვცდებოდი.

მათ აქვთ კითხვები, რომელზეც ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი ნებით, თუ იძულებით..."-წერს ხუხაშვილი.

რიონის ხეობაში პროტესტი 203-ე დღეა გრძელდება. ხეობის მცველები 23 მაისს, თბილისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.


ნანახია: 402-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი