Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

თარიღი : 15-05-2021, 15:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის შემდეგ, გზის ზედაპირზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.

ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე, 60 - იანი წლების შემდგე, პირველად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები: წყლის, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის სისტემა; შეიცვალა გაზსადენის მილები, სატელეფონო და ინტერნეტ ქსელი.

პროექტის ფარგლებში ეწყობა: საავტომობილო გზა, გარე განათებები, ტროტუარები, ბორდიურები, რკინიგზის მიმდებარედ არსებული კედლის ფასადი.

მერიის ინფორმაციით, ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალური მაგისტრალისა და კვალითის დასახლებაში 3 ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ბოლო ათწლეულების მანძილზე, ყველაზე მასშტაბური პროექტია.

ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.


ნანახია: 182-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ასევე წყლით უზრუნველყოფილი იქნება ის ქუჩები, რომლებსაც წყალი არასოდეს არ მიეწოდებოდა.
ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო.

ამინდი