Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის სპორტის სასახლე ჯიშიანი ძაღლების გამოფენას მასპინძლობს

თარიღი : 15-05-2021, 11:58 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის სპორტის სასახლეში ჯიშიანი ძაღლების გამოფენა ტარდება. ღონისძიებაში 33 ჯიშის 270 მონაწილეა ჩართული. მათ ექსპერტები უკრაინიდან ჯიშისა და სტანდარტის მიხედვით შეარჩევენ.

"იმართება ჯიშიანი ძაღლების გამოფენა. გამოფენა ზოგადად ემსახურება ძაღლების ხარისხის ამაღლებას, მოშენების პოპულარიზაციას და ძაღლების მოვლა-პატრონობის პროპაგანდას. წელს, პანდემიიდან გამომდინარე, ეროვნული, ნაციონალური გამოფენა ტარდება, აქამდე საერთაშორისოები იმართებოდა.

ამჟამად დარეგისტრირებულია 33 ჯიში, 270 მონაწილე მთელი საქართველოდან. შეჯიბრში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. ექსპერტები უკრაინიდან გვყავს მოწვეული,"-ამბობს კლუბ "ტობედოგის" წარმომადგენელი მინდია ყიფიანი Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში.

ჯიშიანი ძაღლების გამოფენას ქუთაისი 15-16 მაისს მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს კინოლოგთა ფედერაციისა და ძაღლების მოყვარულთა კლუბ "ტობედოგის“ ორგანიზებით, 2011 წლიდან ტარდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 240-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ძაღლების საერთაშირისო გამოფენა მოეწყო(ფოტორეპორტაჟი)
გამოფენის იდეის ავტორი ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების გამგე მირანდა კუპრავაა.
ადგილზე შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ცხოველთა მოვლის თუ კვების საშუალებები, ისე მიიღოთ რჩევები შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის
გამოფენის იდეამ საზოგადოებისა და პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
'თავისუფალი საქართველოს' ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ხარჯებს აპროტესტებს.

ამინდი