Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერის ჩართულობით, მუნიციპალიტეტში გაჩერებული პროექტების განხორციელება დაიწყო

თარიღი : 14-05-2021, 10:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის მუშაობის და ჩართულობის შედეგად, გაჩერებული პროექტების განხორციელება აქტიურად დაიწყო.

“მარელისი - ლეღვნის დამაკავშირებელ გზაზე მუშაობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ძალიან კარგი საქმე კეთდება, შევხვდი კმაყოფილ მოსახლეობას, პროექტი ძალიან მალე დასრულდება,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

ხარაგაულის მერმა და მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს ლეღვან-მარელისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ასევე, მარელისში, ცისკაძეების უბანში საუბნო გზის მოწყობა და დიდვაკე-ლეღვნის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე მიმდინარე ნაპირსამაგრის სამუშაოები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს მარელისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და
სოფელ მარელისში დასრულებული ხიდის მშენებლობა.


ნანახია: 188-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ მარელისში 3,5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება.

ამინდი