Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფელ უბისაში, სადაც უბედურ შემთხვევას ქართული ფეხბურთის ლეგენდა ვიტალი დარასელია ემსხვერპლა, თბილისის ‘დინამოს’ ისტორიული გამარჯვება აღნიშნეს

თარიღი : 13-05-2021, 21:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თბილისის “დინამოს” ისტორიული გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა. სწორედ ამ დღეს, 40 წლის წინ “დინამო“ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასს დაეუფლა.

დღეს ა(ა)იპ “ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ინიციატივით, ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი თარიღი, სიმბოლურად, სოფელ უბისაში აღინიშნა, იქ სადაც უბედურ შემთხვევას, ქართული ფეხბურთის ლეგენდა და 1981 წლის 13 მაისის გამარჯვების გოლის ავტორი, ვიტალი დარასელია ემსხვერპლა.

მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა ახალგაზრდებთან და “ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის” დირექტორთან გია ჭიპაშვილთან ერთად, ვიტალი დარასელიას მონუმენტი ყვავილებით შეამკო და ქართული ფეხბურთის სიამაყე კიდევ ერთხელ გაიხსენა.

დღესვე, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ხარაგაულის (მწვრთნელი: გ. გელაშვილი) და ბორითის (მწვრთნელი: ს. დონაძე) საფეხბურთო გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

შეგახსენებთ რომ, 1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე", გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის იენის „კარლ ცაისი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ევროპულ თასს დაეუფლა.

თბილისის „დინამოდან“ მოწინააღმდეგის კარში გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე ვიტალი დარასელიამ გაიტანა.


ნანახია: 334-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თბილისის დინამომ საქართველოს დავით ყიფიანის თასი მეცამტედ მოიგო.
ქუთაისის 'ტორპედო'-სა და თბილისის 'დინამოს' შორის ქუთაისში გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ქუთაისი „ტორპედოს“ 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.
პირველი ტაიმი ფრედ, ნულით-ნული დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში 67-ე წუთზე "ტორპედოს" ფეხბურთელმა დათა სიჭინავამ მეტოქის კარში
საღამოს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე ესწრებოდა.

ამინდი