Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გუმათში, ჰესის მშენებელი კომპანიის საწყობთან ‘ნამახვანჰესის’ მოწინააღმდეგეებმა კარავი გაშალეს

თარიღი : 13-05-2021, 18:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რიონის ხეობის მცველებმა მორიგი კარავი გუმათში, “ნამახვანჰესების” კასკადის მშენებელი კომპანია "ენკას" საწყობის წინ გაშალეს. ჰესების საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები ამგვარად გამოეხმაურნენ “ენკა”-ს ხელმძღვანელების მხრიდან, პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობაში ფართო საინფორმაციო კამპანიის დაწყების დაანონსებას.

"ჩვენ არ გვთვლიან საერთოდ მხარედ, გვთვლიან ირაციონალურ რაღაც შიშების გამაღრმავებელ ადამიანებად. ეს არის ზოგადად პრობლემა და საბოლოო ჯამში, ეს არის ის, რაც ენერგოდამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ არ შევდივართ საკითხის შინაარსში და ასე დემონიზება ხდება პირდაპირ მხარის, სწორედ ეს უქმნის საფრთხეს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას.

დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოუვათ და 23 მაისს ამას საკადრის პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება,"-ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" კი აცხადებენ, რომ საინფორმაციო კამპანიას აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ "ენკა" და მთავრობაც მზად არიან გარკვეული ცვლილებებისთვის მოუსმინონ კრიზიკულ აზრს და შეძლებისდაგვარად გაიზიარონ.

"თუ ეს ყველაფერი უბრალოდ იმას ემსახურება, რომ დაარწმუნონ საზოგადოებაში იმაში, რომ ყველაფერი სწორად კეთდება, ეს ალბათ ნაკლები ეფექტის მომტანი იქნება, მაგრამ თუ ეს ყველაფერი იქნება საჯარო განხილვის ფორმით, იქნება იქ კითხვების დასმის და პასუხების გაცემის საშუალება, ჩვენ მივიღებთ იმ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც გვაქვს და შემდგომ ერთად ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიდის აქ სწორად და რა - არა, რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი იქნება,"-აცხადებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი.

23 მაისს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე, კომპანია "ENKA" ნამახვანჰესის შესახებ საინფორმაციო კამპანიის დაწყებას აანონსებს. კომპანიის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ პროტესტს ირაციონალური უწოდა და აღნიშნა, რომ პროექტს ეწინააღმდეგებიან, რადგან მის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მან მაგიდასთან დისკუსიისთვის რიონის ხეობის მცველებიც მოიწვია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 195-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი