Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯართში ჩაბარებას გადარჩენილი ტროლეიბუსის ისტორია, რომელმაც სოფელ პერევისას ტყე შესაძლოა ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად აქციოს

თარიღი : 10-05-2021, 19:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ფოტორეპორტიორი საქართველოდან დავით თაბაგარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჭიათურას შესაძლოა კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული მარშრუტი შეემატოს. საუბარია სოფელ პერევისას ტყეზე, სადაც დიდი ხნის "SKODA TR9" ფირმის ტროლეიბუსი დგას.
https://i.postimg.cc/GtKnm6bz/AAAA5-CEA-1462-4-C67-ADE2-37-BF52-A9-ABAF.jpg
დავით თაბაგარი ტროლეიბუსის საინტერესო ისტორიას და შესაბამის ფოტოებსაც გვიზიარებს.

"დაახლოებით 20 წლის წინ, სატვირტო მანქანის ბუქსირით ჭიათურიდან თავისი სვლით აიყვანეს SKODA TR9 ფირმის ტროლეიბუსი სოფელ პერევისაში და მას შემდეგ აქ დგას. ისტორია კი ასეთია: როდესაც შეწყდა ტროლეიბუსის მოძრაობა ჭიათურა-საჩხერეს შორის, გადაწყდა ტროლეიბუსების ჯართში ჩაბარება, თუმცა დიმიტრი ყურავამ, რომელიც ჭიათურა-საჩხერის ხაზზე ჩამოყვანის დღიდან მძღოლად მუშაობდა, ბოლო რეისის შესრულების შემდეგ ხაზიდან მოხსნა და ჯართში ჩაბარებას გადაარჩინა. ხისტი ბუქსირების საშულებით ჩაუბა სატვირთო მანქანა ZIL-ს და თავისი სვლით წაიყვანა სოფელ პერევისაში. უნდა ითქვას, რომ ტროლეიბუსი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია და ტყეში ჩაფლული ეს ადგილი კიდევ ერთი ტურისტული მარშრუტი შეიძლება გახდეს ჭიათურისათვის,"-წერს თაბაგარი.
https://i.postimg.cc/Pxngzdx2/6557-EFE2-D25-A-4733-A670-57570-FBB8-F7-A.jpg


ნანახია: 331-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას უწევდა სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმართულებას.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდებოდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი გადამყვანი მხოლოდ 5 ხაზზე გამოავლინა.

ამინდი