Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, გორის პარკის ადმინისტრაცია პარკის გასახსნელად მთავრობის ნებართვას ელოდება

თარიღი : 10-05-2021, 11:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გაბაშვილის (ე.წ გორის) პარკი ისევ დაკეტილია. როგორც პარკის დირექტორმა კახა კუხიანიძემ Topnews.com.ge-ს განუცხადა, გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისგან პასუხს ელოდება.

"ჯერ არ გავხსნილვართ, ველოდები ნებართვას. მიწერილი მაქვს და შემპირდნენ, რომ ორშაბათს მომივა პასუხი. დღეიდან დაწყებულია დასუფთავება-გამწვანების კუთხით სამუშაოები და ვემზადები ორშაბათისთვის. ნებართვის შემდეგ დაახლოებით ერთი კვირა დამჭირდება მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ თბილისიდან მოვიწვევ სპეციალისტებს, რადგან ტექნიკური დათვალიერება სჭირდება ყველა ატრაქციონს. გარკვეული საზღაურია გადასახდელი, გადავიხდი ამას, ჩაატრებენ კვლევებს და იმის შემდეგ ოფიციალურად გავხსნი,"-განაცხადა კუხიანიძემ.

მისივე თქმით, გახსნის შემდეგ ხარჯებიდან გამომდინარე, შესაძლოა საბაგიროებისა და ატრაქციონების ღირებულება ცოტათი გაიზარდოს. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, პარკის დირექტორს გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს.

"ვცდილობ, რომ ფასები შევინარჩუნო, მაგრამ არამგონია. დენის ტარიფის გაძვირებიდან გამომდინარე, შეიძლება რაღაც ცვლილებები მომიწიოს საბაგიოებზეც და ატრაქციონებზეც. შეიძლება გაიზარდოს ფასი, შეიძლება არა, ჯერჯერობით ვერ გაძლევთ პასუხს. ტექ.დათვალიერებას რომ გავივლი, რას დამიდებენ დასკვნაში, იმის მიხედვით ვიმოქმედებ,"-აცხადებს კუხიანიძე Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში.

კორონავირუსის პანდემიის გამო, გორის პარკი ერთ წელზე მეტია დაკეტილია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი
ფოტო: ლევან ლექვინაძე


ნანახია: 282-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დასვენებისა და კულტურის პარკის დირექტორის კახაბერ კუხიანიძის წინააღმდეგ კი საქმე აღიძრა.
ქუთაისში სკეიტ პარკის გახსნა 19:00 საათზეა ჩანიშნული.

ამინდი