Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერმა ომს გადარჩენილი, საუკუნის მემატიანეები მოინახულა

თარიღი : 9-05-2021, 21:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა და მერის თანაშემწემ, ჟანა ნემსაძემ საუკუნეს მიტანებული, ცოცხალი მემატიანეები -იური ბუაჩიძე და პეტრე ჩიკვაიძე უშუალოდ მოინახულეს და დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე მიულოცეს.

იური ბუაჩიძე, რომელიც სოფელ ფარცხნალში ცხოვრობს, 95 წლისაა. დაბა ხარაგაულში მცხოვრები პეტრე ჩიკვაიძე კი 97 წლის.

ხარაგაულში უკვე მეორე წელია, კორონავირუსის პანდემიის გამო, 9 მაისს ტრადიციული საზეიმო ღონისძიება არ გამართულა.

ფაშიზმზე გამარჯვების 76 - ე წელს ხარაგაულში, 5 ვეტერანი შეხვდა.

“დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და ამავე დროს პატივისცემა და სიყვარული გამოვხატეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ცოცხალი მემატიანეები და ცოცხალი ლეგენდები არიან. ამ ადამიანებს ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, უშუალოდ ჩემი დიდი სურვილით, ხარაგაულის მერიაში შეიქმნა ვეტერანთა დახმარების პროგრამა, რომელიც ვფიქრობ ამ დამსახურებულ ადამიანებს ცხოვრებას რამდენამდე შეუმსუბუქებთ,”-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.


ნანახია: 198-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თითოეულ ვეტერანს საჩუქრად 100 ლარი გადაეცა
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, 9 მაისთან დაკავშირებით, გამგეობის ინიციატივით, საჩუქრად ფულადი თანხა გადაეცათ.

ამინდი