Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“მე არ მეშინია პრობლემების იმიტომ, რომ მყავს კვალიფიციური და  ავტორიტეტული მერი, რომელმაც გამომიცხადა ნდობა, მის გვერდით მუშაობა ძალიან  კომფორტულია”

თარიღი : 8-05-2021, 19:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მერის წარმომადგენელი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე - ასეთი გზა გაიარა ვარლამ ჭიპაშვილმა მერის პირველი მოადგილის პოზიციამდე.

საკმაოდ ხმაურიანი და კრიტიკული განცხადებებით გამორჩეული ახალგაზრდა  საჯარო სივრცესა და პოლიტიკაში ერთად, პირველად, 21 წლის ასაკში მოხვდა.

 წარმატებული კარიერის შემდეგ საკანონმდებლო ხელისუფლებიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა.

როგორი იყო გზა მერის პირველი მოადგილემდე, თვითონ მოგვიყვება.

- ეს გზა იყო ძალიან საინტერესო, შრომით, მშვიდობიანი ბრძოლით გავლილი, ემოციურად დატვირთული, პასუხისმგებლობებით სავსე და რაც მთავარია, ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული. მქონდა წარმატებები, ზოგჯერ იყო წარუმატებლობაც, მაგრამ საერთო ჯამში, ეს გზა  მნიშვნელოვნად დამეხმარა, პროფესიულ განვითარებაში, მომეცა საშუალება უფრო მეტი ადამიანი გამეცნო და  ადამიანების დახმარების  და სიკეთის კეთების  საშუალება მქონოდა. ამ კუთხით ეს გზა ნამდვილად  საინტერესო იყო.

ჯერ კიდევ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც ბატონმა კობა ლურსმანაშვილმა ბაზალეთის  ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელად დამნიშნა, ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო.  2014 წელს, დიდი ნდობა გამომიცხადა მოსახლეობამ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა პარტია ,,ქართულმა ოცნებამ“ და როგორც  ბაზალეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში მოვხვდი, სადაც საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ამირჩიეს.  2017 წელს ისევ მაჟორიტარი დეპუტატი და  საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. ამ დროს აქტიურად ვიყავი პოლიტიკაში ჩართული,   ამავე დროს გახლდით ,,ქართული ოცნების“  ხარაგაულის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე.  

ამ გზაზე დიდი გამოცდილება მივიღე, გვერდით ბატონი კობა ლურსმანაშვილის სახით  ძალიან კარგი  გუნდის ლიდერი მყავდა, მასთან ურთიერთობით დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მომეცა, ძალას და ენერგიას არ ვიშურებდი და  ვსწავლობდი, იმიტომ  რომ ვიცოდი ეს საქმის უკეთ გასაკეთებლად დამჭირდებოდა.
 
უკვე 5 თვეა რაც საქმიანობთ მერის პირველი მოადგილის ამპლუაში. როგორ შეეგუეთ ახალ პასუხისმგებლობას? რა შეიცვალა?
- ეს პოზიცია ჩემთვის, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა და  ახალი  შესაძლებლობებია. ახლა ჩემი საფიქრალი გაცილებით დიდ  მასშტაბებზე  გადის. წარმომადგენლობით ორგანოში ყოფნის დროს მქონდა  გარკვეული ხედვები და ზოგჯერ ვაკრიტიკებდი კიდეც მუნიციპალიტეტის მერიას და მათ კონკრეტულ საქმიანობებს, რადგან ვხედავდი ბევრი პრობლემები იყო. დღეს, უკვე ჩვენვე  გვეძლევა ამ ხარვეზების აღმოფხვრის საშუალება და საზოგადოებრივ საჭიროებებზე მორგებული ხედვების გატარების შესაძლებლობა. როცა საკრებულოს წევრი ვიყავი მოსახლეობის საჭირბოროტო საკითხებს ვახმოვანებდი მერიის წინაშე,  დღეს მე ეს პრობლემები ვიცი და ახლაც აქტიურ ურთიერთობაში ვარ მოსახლეობასთან. ჩვენ გვესმის ხალხის ხმა  და ასევე გვაქვს გეგმა და გამოცდილება როგორ  უნდა მოხდეს ამ პრობლემებზე მუშაობა. კარგია დაგეგმვის პოლიტიკა, მაგრამ განხორციელება მეტად საინტერესო ყოფილა.

რთული ხომ არ არის ეს პროცესი, როდესაც უშუალოდ განმახორციელებელი ხარ?
- მარტივი ნამდვილად არ არის, უფრო რთული და დაძაბული რეჟიმია,  მასშტაბური აზროვნება გჭირდება, თუ დღემდე ჩემი საფიქრალი, გამორჩეულად,  ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული იყო, დღეს უკვე ხარაგაულის სოფლებს შორის გამორჩევას ვერ მოვახდენ.  დღეს მე ძალიან კარგად შემიძლია მოვუსმინო საკრებულოს, რადგან იქ ვმუშაობდი და მათი ძალიან  კარგად მესმის. წარმოიდგინეთ, იყო დრო როდესაც მე ვაკრიტიკებდი ბიუჯეტის საკითხებს, დღეს კი, უნდა ვეცადო ეს საკითხები ნაკლებ კრიტიკას იმსახურებდეს და ამავე დროს დავიცვა მერიის პოზიცია.

  მიდგომები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეულწილად შემეცვალა, გარედან შეიძლება რაღაც სხვანაირად ჩანდეს და შიგნით სულ სხვანაირად იყოს, მარტივი არ არის.  ხარაგაულის მერიაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, კონკრეტული  პასუხისმგებლობები განაწილებულია, რა თქმა უნდა  ხელმძღვანელ პირებს  გაცილებით მეტი  პასუხისმგებლობის აღება გვიწევს  და ამას არ გავურბივართ. საჯარო სივრცე ერთი მთლიანი, ცოცხალი ორგანიზმია,  ეს ყველამ უნდა გავიაზროთ, ჩვენ ერთი მთლიანი ჯაჭვის ცალკეული რგოლები ვართ.  ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების, პასუხისმგებლობისა და წარმატების ნაწილშიც ყველა  თანაზიარნი უნდა ვიყოთ.

ამ გზაზე მე არ მეშინია  პრობლემების, იმიტომ რომ მყავს კვალიფიციური და  ავტორიტეტული მერი, რომელმაც გამომიცხადა ნდობა, მის გვერდით მუშაობა ძალიან  კომფორტულია. ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ საკრებულოსთან და გვაძლიერებს ის ფაქტი, რომ გვყავს მაჟორიტარი დეპუტატი, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.  ვცდილობთ მაქსიმალური სიფრთხილით, დაკვირვებით და კანონიერი გზებით ვეცადოთ, პრობლემები გადავჭრათ. ჩვენთვის კმაყოფილი მოსახლეობა ყველაზე მნივნელოვანია, ამიტომ კარგად უნდა ვაკეთოთ  ჩვენი საქმე, ეს ჩვენი ვალდებულებაა. მე პოლიტიკურ შედეგზეც ვზრუნავ,  ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი, პარტია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, და არ ვარ  ტიპიური საჯარო მოხელე, რომელიც პოლიტიკურ შედეგზე არაა ორიენტირებული.   

ამ 6 თვის განმავლობაში რა ნაბიჯები გადაიდგა, რა შეცვალეთ?
 - სოციალურ პრობლემებზე მგრძნობიარობის ხარისხი გაიზარდა. სოციალური მიმართულება ხარაგაულში მუშაობდა, ეს რეალობაა, მაგრამ პრობლემებისადმი მგრძნობელობამ მოიმატა, ხარაგაულის მერიაში ამჯერად 22 სოციალური პროგრამა მუშაობს. მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, სოციალურ პროგრამებს,  ორი ახალი - ვეტერანთა დახმარების და გადაუდებელი რეაგირების პროგრამა დაემატა. დავხვეწეთ სოციალური პროგრამები, ერთჯერადი ფინანსური დახმარებების ფონდი გავაორმაგეთ და დახმარების ჭერი 100 ლარიდან 500 ლარამდე ავწიეთ. ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა 100 ლარი იყო და 200 ლარი გახდა. გავზარდეთ სტიქიის და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახების დახმარების ფონდი, ამავე დროს გაიზარდა თანადაფინანსება ოპერაციებზე. ვცდილობთ გვქონდეს მოქნილი, დროული რეაგირება, ამიტომ კომისიის წევრებს გვაქვს შეხვედრა კვირაში ერთხელ. ასევე  მთელი დატვირთვით განაახლა მუშაობა სტიქიით დაზარალებული და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ პირთა განცხადებების შემსწავლელმა კომისიამ. ერთი და იგივე კატეგორიის მქონე განცხადებებიდან, პრიორიტეტულად განიხილება ის, რომელსაც ობიექტური დამამძიმებელი გარემოება აქვს. თუმცა იქნება მონიტორინგიც და  ცალკე  კომისია შეისწავლის რამდენად მიზანმიმართულად დაიხარჯება გაცემული თანხები.  განცხადებები მუდმივ განხილვის რეჟიმშია, შეიცვალა და დაიხვეწა შეფასების კრიტერიუმები, პროცესი გაცილებით მოქნილი და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებულია.
ასევე დავიწყეთ ინვენტარიზაციის პროცესი, ვმუშაობთ, რომ მუნიციპალური ქონება აღრიცხული უნდა იყოს. ერთხელ და სამუდამოდ ეს პროცესი უნდა დასრულდეს.  წლების განმავლობაში ეს ყბადაღებული თემა და აქილევსის  ქუსლი იყო. ნაწილი ქონების პრივატიზება უკვე მოხდა,  გამზადებულია საპრივატიზებო  ობიექტთა ნუსხა, მიმდინარეობს მუშა პროცესი.

    რა იქნება 2021 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები?
- 2021 წლის ბიუჯეტში თანხები გავზარდეთ ინფრასტუქტურული პროექტების და სოციალური პროგრამების დაფინანსების კუთხით. ასევე გაიზარდა  ბაღების დაფინანსება  და  სასმელი წყლის სარეაბილიტაციო ხარჯები. 
როდესაც ჩვენ მოვედით, საკრებულოს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარვუდგინეთ, სადაც  390 ათასი  ლარით მეტი ვალდებულება დავგეგმეთ, ეს ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებია.
დავიწყეთ პრიორიტეტების გამოკვლევა, ვაწარმოეთ გამოკითხვა მოსახლეობაში იყო თუ არა კმაყოფილი განხორციელებული მუნიციპალური პროგრამებით და მომავალში რას მიიჩნევდნენ პრიორიტეტად. 2022 წლის ბიუჯეტის პარამეტრების დაგეგმვის დროს სწორედ ამ გამოკითხვის შედეგებით ვიხელმძღვანელებთ.

სოფლის კრებებში  აქტიურად  ვიყავით ჩართული, ვუსმენდით მოსახლეობას და ვეცადეთ სადაც მწვავე პრობლემა იყო, კონკრეტული საჭიროება გამოიკვეთა და სოფელს თავისი დაფინანსება არ ჰყოფნიდა,  თანადაფინანსება გაგვეკეთებინა, ამ მასშტაბების თანადაფინანსებები  აქამდე არ ყოფილა. როდესაც თანადაფინანსებას გეგმავ შენ ესეიგი კონკრეტულად იმ საჭიროებას აფინანსებ, რომელიც მოსახლეობიდან წამოვიდა, სოფელი შეთანხმდა. ამ დროს მნიშვნელოვანია რომ პროექტი დაუმთავრებელი არ დარჩება. ყველაფერი  გააკეთა მერმა, მერიამ იმისთვის რომ აუთვისებელი საბიუჯეტო თანხები წლის ბოლოს მუნიციპალიტეტში შენარჩუნებულიყო. რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავლებს, აუცილებლად გაიზრდება. დაჩქარდება და გაიზრდება მშენებლობების ტემპი, მოიმატებს ინფრასტრუქტურული პროექტების რიცხვი, და რაც მთავარია შესრულების ხარისხი.  ბიუჯეტში როგორც იცით ერთ - ერთი მთავარი მიმართულებაა სოციალური თემა, ამ კუთხით კიდევ ბევრ სოციალურ აქტივობებს ვგეგმავთ და მაქსიმალურად ვიზრუნებთ პრობლემატური საკითხების მოგვარებაზე.
 
თქვენ საკურატორო სფეროებში შედის კულტურა, სპორტი როგორ მუშაობთ ამ მიმართულებით?
- ჩემი საკურატორო სფეროა კულტურა. ყოველთვის პატივისცემით ვეკიდებოდი ამ სფეროს. ჩვენ ხარაგაულში პატივსაცემი ადამიანები გვყავდნენ, რომლებიც  ხარაგაულის კულტურულ ისტორიას ქმნიდნენ და ასე არის დღესაც.  

პანდემიამ გარკვეულწილად ხელი შეუშალა აიპების საქმიანობას
, თუმცა მათ მაინც ჰქონდათ გარკვეული ღონისძიებები. ვფიქრობ გასააქტიურებელია ხარაგაულში ტურიზმის კუთხით მუშაობა, არ არის პროგრამა, რომელიც ხარაგაულის შიდა ტურიზმის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. აქ ჩვენ საფიქრალი ნამდვილად გვაქვს.ბატონი კობას გადაწყვეტილებით და ინიციატივით  წავახალისეთ წარმატებული სპორტსმენები, რაც სხვებისთვის მაგალითი და სტიმულის მიმცემი უნდა გახდეს. ყველამ უნდა იგრძნოს მხარდაჭერა, მოქალაქეებმა  და განსაკუთრებით ახლგაზრდებმა და ეს არ იქნება ცარიელი სიტყვები. ჩვენ ვაპირებთ მოვიწვიოთ ახალგაზრდები, ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, რომ მათი პოზიციაც  მოვისმინოთ. საჭიროა მათი ჩართულობა და პასუხისმგებლობის აღება მოქალაქეობრივი პოზიციიდან, თუ რეალურად გვაინტერესებს შედეგი, გვიყვარს ხარაგაული და გვტკივა ხარაგაულის პრობლემები.

 2014 წლიდან დღემდე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით დაბა ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლაში, როგორია პედაგოგი ვარლამ ჭიპაშვილი?
- ჩემთვის პედაგოგობა ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანი პროფესიაა. კლასში, გაკვეთილზე  ჩემთვის უკვე აღარ არსებობს პოლიტიკა,მოსწავლეების წინაშე არც საჯარო მოხელე ვარ და არც პოლიტიკაში მყოფი პირი, მხოლოდ პედაგოგი და იმდენად ვიხარჯები მათთან ურთიერთობაში, რომ სასიამოვნოდ ვიღლები.   ვმეგობრობ ბავშვებთან, სამოქალაქო განათლებაა ჩემი საგანი,  სამოქალაქო ცნობიერების  გაზრდასა და ამაღლებაში ხელშეწყობაა გაკვეთილზე ჩემი მთავარი საფიქრალი. როდესაც მეცხრე კლასში ვხსნი რა არის თვითმმართველობა და თვითმმართველობის საქმიაონობაში  ჩართვის მექანიზმები,  ვხედავ და ვგრძნობ როგორი აქტიური მოქალაქეები იზრდებიან, რომლებიც ნამდვილად შეძლებენ თვითმმართველობასთან კომუნიკაციას. ხვალ ისინი უნდა მოვიდნენ ჩვენს ადგილებზე და მიხარია, რომ ნიჭიერი, გონიერი და სწორი ღირებულებების მქონე თაობა მოდის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკვე წლებია  აქტიურად ხართ ჩართული ხარაგაულის პოლიტიკურ ცხოვრებაში,  როგორია ვარლამ ჭიპაშვილი პოლიტიკაში?

- ქარიზმატული, აქტიური და მომავალზე ორიენტირებული.ზოგადად პოლიტიკაში არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ  დღეს ჩემი ხედვები არის მყარი, პრინციპული. ქართული ოცნების წევრი ვარ და იმ ღირებულებებს ვიზიარებ, რომელიც ამ პარტიას გააჩნია. შეიძლება მოხდეს ისე რომ პოლიტიკიდანაც წავიდე, მაგრამ ვიდრე ვარ, ჩემგან ერთგულების პრინციპი  ყოველთვის  დაცული იქნება. პოლიტიკაში გამარჯვების საწინდარი პრინციპულობა, შრომისმოყვარეობა და ერთგულებაა.

 რას იტყოდით თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე?
- ჯანსაღი ოპონირება აუცილებელია. საკრებულოს წევრ  რამდენიმე  ოპონენტთან საზოგადოებრივი საკითხების ირგვლივ შესაძლებელია კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც მისასალმებელია. შეიძლება ხშირად მიდავია, მიკამათია, მაგრამ არასოდეს არავისთვის პირადი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ჩვენ უნდა შევძლოთ პირადი დამოკიდებულებებისა  და სამსახურეობრივი თემების გამიჯვნა. შეიძლება მე პირადად ვინმეს არ მოვწონდე, ან ვერ ვიყო მისი მეგობარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ ნამდვილად გვაღელვებს ხარაგაულის პრობლემები, საქმიანი საუბარი უნდა შევძლოთ. როგორ შეიძლება არაფერი არ მოგწონდეს გაკეთებული,როგორ შეიძლება მხოლოდ ცუდს ხედავდე. ვიწრო პარტიული ინტერესებით ხალხი არ უნდა დაზიანდეს. ხშირია წინა ხელისუფლების  წარმომადგენლების მხრიდან  პროვოკაციული გამოხდომები,მათი მხრიდან სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა,მაგრამ საზოგადოება გონიერია და სწორ არჩევანს აკეთებს. დასაკარგი დრო არაა, ჩვენ აგრესიას ვპასუხობთ სიმშვიდითა და საქმით. მთავარი ადამიანობაა და პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის გამო ზოგიერთმა სახე არ უნდა დაკარგოს. სიძულვილის ენით საუბარი პოლიტიკოსისთვის  დამაზიანებელია. ხშირად მომითმენია არასასიამოვნო დამოკიდებულებები,რადგან სწორად ვიაზრებ ჩემს პასუხისმგებლობას და თმენის ვალდებულებას.ამ პოლიტიკურ ორთაბრძოლაში  ნამდვილად მაძლიერებს კობა ლურსმანაშვილთან ერთად დგომა. მას  დიდი გამოცდილება აქვს საპარლამენტო საქმიანობის,  ადგილობრივ თვითმართველობაში მუშაობის და ხალხის რჩეულია. ეს კარგად იციან ჩვენმა ოპონენტებმა.  დღეს ხარაგაულის პოლიტიკურ რეაობაში , მისი პოტენციალის და რეიტინგის მქონე არ მეგულება, ამიტომ რა თქმა უნდა მასზე მუდმივად არის დარტყმები და იმ ადამიანებზე ვინც მასთან ერთად საქმეს ემსახურება.

და ბოლოს ბავშვობა..  
ადრეული ასაკიდანვე ვიგრძენი გარკვეული პასუხისმგებლობები. სკოლაში ნორმალურად ვსწავლობდი, ვერცხლის მედალი მაქვს მიღებული, სტიპენდიანტი სტუდენტი ვიყავი, ვცდილობდი გამორჩეული ვყოფილიყავი. ჩემი ცხოვრების, ყველა ეტაპზე გვერდით ვგრძნობდი ჩემი ოჯახის თანადგომას, როგორც შეეძლოთ და რა რესურსიც ჰქონდათ.  ვფიქრობდი რომ ის მდგომარეობა,  რომელიც ჩემს გარშემო იყო მე თვითონ უნდა შემეცველა და ეს მხოლოდ სწავლით და შრომით შეიძლებოდა, ეს კარგად მქონდა გათავისებული. ფიზიკურად ვშრომობდი ძალიან ბევრს, ასევე აქტიური ბავშვი ვიყავი. დედა სოფლის საბჭოში მუშაობდა, იქ ხშირად დავდიოდი, და სწორედ მაგ პერიოდიდან დამაინტერესა პოლიტიკა, სოფლის ცხოვრება, ბავშვობიდან ჩართული ვიყავი ამ თემებში. ბევრი გაჭირვება გამომივლია და სწორად მესმის ადამიანების, ვგრძნობ მათ პრობლემებს, ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკვნეული და მნიშვნელოვანია.
 
მთავარი თვისება ,  რასაც ადამიანებში აფასებს კომუნიკაციის უნარი, ერთგულება,  შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობაა. თვითონაც ცდილობს ამ ნიშნით გამორჩეული იყოს, 6 მაისს 30 წლის გახდა. ცხოვრების განვლილ ეტაპს საინტერესოს უწოდებს, თუმცა უფრო დიდი ინტერესით ელოდება მომავალს, რომელიც იცის, რომ ისევ თვითონ უნდა შექმნას..
 
ინგა ბერაძე 


ნანახია: 434-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი