Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რიონის ხეობის მცველები ცაგერში მოსახლეობას შეხვდნენ

თარიღი : 8-05-2021, 12:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს ცაგერში ჩავიდნენ. აქტივისტები მოსახლეობას ხვდებიან და საინფორმაციო-გაცნობით შეხვედრას მართავენ.

ხელისუფლებასთან წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ, რიონის ხეობის მცველებმა 23 მაისს, თბილისში, მასშტაბური აქცია დაგეგმეს. დღევანდელი შეხვედრა კი სწორედ 23 მაისისთვის მზადებაა.

"ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად ინფორმირებულები იყვნენ საქართველოს მოქალაქეები რეგიონებში, თუ რას ემსახურება 23 მაისის აქცია, რომ მათ მოვუწოდოთ, შემოუერთდნენ აქციას იმიტომ, რომ იქ ჩვენ ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს.

"ენკამ" უნდა შეაჩეროს და შეწყვიტოს უკანონოდ წარმოებული მოსამზადებელი სამუშაოები ხეობაში. უნდა გადავიდეთ იმ დიალოგის ფორმატში, სადაც შეგვეძლება სამართლიანად და მიუკერძოებლად დავადგინოთ მიზანშეწონილობა პროექტის და გამოვავლინოთ ის მანკიერი შეთანხმებები, რომელიც ჩვენ ხელშეკრულების სახით ვიხილეთ ხელისუფლებასა და კერძო კომპანიას შორის,"-აცხადებს ხეობის ერთ-ერთი მცველი, მირზა ნოზაძე.

შემდეგი გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრა რაჭასა და გურიაში გაიმართება.

რიონის ხეობის მცველებმა კარვებში 193-ე ღამე გაათენეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 237-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი