Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“სიმაღლეზე გვიშვებენ და ელემენტარული უსაფრთხოების რემნები არ გვაქვს, შეიძლება იქიდან ჩამოვარდე ან თავში დაგეცეს რაღაც და დაზიანდე. არც ამაზე აქვთ შესაბამისი რეაგირება, ხელფასების მომატებაზე კი კატეგორიულ უარზე არიან”

თარიღი : 7-05-2021, 23:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პროტესტი მესამე დღეა გრძელდება. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე მომუშავეები სოფელ ბორითში, მშენებელი კომპანია "ჰუნანის" ოფისთან შეიკრიბნენ. მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, დასაქმებულები ანაზღაურების გაზრდას და შრომითი უსაფრთხოების გაუმჯობესებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამუშაო პროცესში უსაფრთხოება დაცული არ არის და მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.

"ჩვენი მოთხოვნები უცვლელია. ძალიან დაბალი ხელფასები გვაქვს და პირველ რიგში ვითხოვთ ხელფასების მომატებას. ამასთან, შრომითი უსაფრთხოება დარღვეულია ყველანაირად. არადა უსაფრთხოება გვირაბშიც და ხიდებზეც უნდა იყოს დაცული. სიმაღლეზე გვიშვებენ და ელემენტარული უსაფრთხოების რემნები არ გვაქვს, შეიძლება იქიდან ჩამოვარდე ან თავში დაგეცეს რაღაც და დაზიანდე. არც ამაზე აქვთ შესაბამისი რეაგირება, ხელფასების მომატების თაობაზე კი, კატეგორიულ უარზე არიან,"-აცხადებენ დასაქმებულები.

კომპანიის წარმომადგენლებს ჟურნალისტებთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩინური სამშენებლო კომპანია "ჰუნანის" დღეს უკვე 300-ზე მეტი თანამშრომელია გაფიცული.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 245-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს.
ჭიათურ-მარგანეზის ადმინისტრაციის შენობასთან გაფიცული მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვ
გაფიცულები ხელფასების გაზრდას და უქმე დღეებში დასვენებასაც მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ზომებს
გაფიცულ მეშახტეებს ტყიბულში არსებულ ბაზრობებსა და სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებულები შუერთდნენ.

ამინდი