Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რიონისპირა სახლების ‘აუხდენელი’ ოცნება

თარიღი : 6-05-2021, 17:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ისტორიული საცხოვრებელი უბნის, ე.წ რიონისპირა სახლების სრული რეაბილიტაციის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"საშინელ პირობებში გვიხდება ცხოვრება. ავარიულ მდგომარეობაშია ყველა სახლი აბსოლუტურად. გვეშინია, მაგრამ დახმარება არაფერია. თქვეს რეაბილიტაცია იწყებაო, მაგრამ დარჩა მარტო სიტყვად. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. სირცხვილი არაა? ხომ შეიძლება გააკეთონ ეს ლამაზი უბანი?"-აცხადებენ ადგილობრივები.

ხელისუფლების შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობს ოპოზიციაც. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია Topnews.com.ge-სთან აცხადებს, რომ რიონისპირა სახლების, ისევე როგორც ქუთაისში წინასაარჩევნოდ დაანონსებული სხვა მნიშვნელოვანი დიდი პროექტების საკითხი, "ქართული ოცნების" მორიგ დაპირებად დარჩა.

"როგორც ჩვენ ვამბობდით და მართალიც აღმოვჩნდით, რიონისპირა სახლები იყო წინასაარჩევნო მორიგი აფიორა და დაპირება, მხოლოდ იმისთვის გათვლილი, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა გული მოეგო "ქართულ ოცნებას". როგორც ჩვევიათ ხოლმე, არჩევნების შემდეგ ეს დაპირება გაქრა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შეუწყვიტეს ხელშეკრულება და გვითხრეს, რომ ახალ ტენდერებს გამოაცხადებდნენ და აუცილებლად გაგრძელდებოდა რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია, მაგრამ დღემდე ეს ტენდერი თვალით არ უნახავს ვინმეს.

სამწუხაროდ, ქუთაისს დარჩა ისევ გადათხრილი ქუჩები და არ შესრულდა არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაანონსებული იყო ყოველი არჩევნების წინ,"-განაცხადა შუშანიამ.

საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდში იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადეს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა, ამიტომაც მათ ხელშეკრულება შეუწყვიტეს და ამ ეტაპზე ახალ პროგრამაზე მიმდინარეობს მუშაობა.

“ამ პროგრამის ფარგლებში მოხდება ქუთაისის ურბანული განახლების პროექტირება. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავება და დონორებთან შეთანხმება,"-აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ცნობისთვის, 2019 წელს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ე.წ რიონისპირა სახლების სრული რეაბილიტაციიისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 944 000 ლარი იყო, თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდს შემსრულებელ კომპანიასთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა, რის გამოც მათ შორის ხელშეკრულება შეწყდა.

მაშინ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის საკითხი მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დაიძრა, ამდენად ის უახლოეს მომავალში აუცილებლად განხორციელდებოდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 342-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი