Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ადგილები იმერეთში, რომელთაც მთავრობის მიერ დაანონსებული განახლება შეეხებათ

თარიღი : 6-05-2021, 15:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული ქვეყნის "მასშტაბური განახლების" პროგრამით, ყველაზე დიდ იმერეთის რეგიონში, სადაც 12 მუნიციპალიტეტი შედის, საქართველოს მთავრობა მხოლოდ 20 მილიონის დახარჯვას გეგმას.

პროგრამის "განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, კომისიამ იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები უკვე შეარჩია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წინადადებები იმერეთის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს. შერჩეული არეალების განვითარებისთვის შესაბამისი პროექტების/ესკიზების შემუშავება კი უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის "განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, ქუთაისში ჩატარებულ პირველ სხდომაზე, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია.

კომისიის მიერ შერჩეული არეალებია:

საჩხერე - ქალაქის ცენტრალური ნაწილი (მუხრან მაჭავარიანის ქუჩა და სხვა);


ჭიათურა - ქალაქის ცენტრალური ნაწილი (9 აპრილის ქუჩა და სხვა);

თერჯოლა - ქალაქის ცენტრალური უბანი (რუსთაველის ქუჩა);

ქუთაისი - ფალიაშვილის ქუჩა და ცენტრალური ბულვარი;

ბაღდათი - აკაკი წერეთლის და ვაჟა-ფშაველას ქუჩები;

სამტრედია - თამარ მეფის ქუჩა და მიმდებარე სკვერი;

ვანი - თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩები;

ხონი - ჭანტურიას და მოსე ხონელის ქუჩები;

ზესტაფონი - დავით აღმაშენებლის ქუჩა;

ტყიბული - კოსტავას უბნის დასახლება;

წყალტუბო - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა;

ხარაგაული - სოლომონ მეფის ქუჩა"-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ახალი 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამა "განახლებული რეგიონები“ დაამტკიცა, რომლის პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.

პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და რეგიონების ურბანულ განახლების მიზნით, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას ითავალისწინებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 357-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუჩის დაკეტვის მიზეზად წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშოები სახელდება.
გიდგენთ იმ ქუჩების ჩამონათვალს, რომელთაც შეუწყდებათ წყლის მიწოდება მიმდინარე წლის 8 მაისს ქ. ქუთაისში სარეაბილიტაციო
მიმდინარე სამუშაოების გამო, თამარ მეფის ქუჩა მიმდინარე თვის ბოლომდე თამარ მეფის ქუჩა გადაკეტილი იქნება.
კახიანაურის, საფიჩხიისა და ქალაქ–მუზეუმის ტერიტორიულ ერთეულებში არსებულ ქუჩებს წყალი 16:00 საათამდე ექნებათ
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ამინდი