Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მერი, რომელიც პროექტებს მოსახლეობის დაკვეთით გეგმავს-ხარაგაულში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები არასოდეს განხორციელებულა

თარიღი : 4-05-2021, 11:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამების გარდა, აქტიურად ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

მუნიციპალიტეტში აღნიშნული კუთხით არსებული ვითარების შესახებ topnews.com.ge-სთან ხარაგაულის მერი საუბრობს.

"მეგაპროექტები კეთდება, ისტორიას რომ არ ახსოვს ისეთი პროექტები ხორციელდება ხარაგაულში. მათ შორის ძირულა-ხარაგაულის, ჭომა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარებს, ახალი გზა კეთდება. ევრო გზა იქნება, 80 მილიონია ამ პროექტის ბიუჯეტი. ნაწილობრივ უკვე მოასფალტებულია გზა, დანარჩენზე სამუშაოები მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ეს პროექტი უნდა დასრულდეს და ჩვენს მოქალაქეებს, ხარაგაულის თითქმის 1/3-ს ახალი სიცოცხლე, ახალი შესაძლებლობები, ეკონომიკური და სხვა კუთხით უნდა გაუჩნდეთ ამ გზით. ეს არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან მიმდებარედ არსებული გზა. პრაქტიკულად, ეს არის ამავდროულად ცენტრალური ავტობანის ალტერნატიული გზა. საჭიროებებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა. ასევე ჩვენ, ცენტრალური მაგისტრალიდან მასშტაბური პროექტები განვახორციელეთ. ეს არის უბისა-ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთი ხარაგაულის მიმართულებით. 10 მილიონიანი ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა გავაკეთეთ. შიდა გზების მოწესრიგებაზეც საკმაოდ იხარჯება თანხები.

ვფიქრობ, რომ ხარაგაულში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები არასოდეს არ განხორციელებულა. კეთდება საბავშვო ბაღები, სკოლები. ძველი, კომუნისტური, იმ დროს აშენებული ბაღები 8 დაგვხდა. აქედან, 7-ის რეაბილიტაცია მოვახდინეთ, ერთში - ახალი სკოლის აშენებას ვგეგმავთ. 12 ახალი ავაშენეთ. ამაში მილიონობით ლარი იხარჯება. დაახლოებით 8 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება იმისათვის, რომ დაბა ხარაგაულს 24-საათიანი წყალი მიეწოდებოდეს. კეთდება წყალანირებაც. არ გამოვრიცხავ, რომ 10 მილიონზე მეტი დაიხარჯოს სრულად ამ მიმართულებით. ამას ემატება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ამასთან, ადგილობრივი სერვისები, რომელსაც ვაწვდით მოქალაქეებს. ჩვენი კეთილმოწყობის აიპი, დაახლოებით მილიონ ნახევარზე მეტს ხარჯავს იმ საჭიროებებზე, რაც მოქალაქეებს გააჩნიათ. მათ შორის გარე განათება, ნარჩენების გადატანა და ა.შ. გაქვს სოციალურად დაუცველი ჩვენი მოქალაქეებისათვის სათნოების სახლი, სადაც 100-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს და კვირაში 6 დღე უფასოდ იკვებება. ახლა ვაფართოვებთ ამ წრეს, რამდენიმე სოფელიც მივაბით და გატანის სერვისიც გავაკეთეთ, ოჯახებში მიაქვთ საკვები პროდუექტები სათნოების სახლის იმ ბენეფიციარებისათვის, რომლებიც ადგილზე მოსვლას ვერ ახერხებენ.

რა თქმა უნდა, პანდემია ძალიან მძიმედ დააწვა ყველას, მათ შორის ხარაგაულსაც და ვერ ვახორციელეებთ სრულად კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მაგრამ რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ამ კუთხით ნამდვილად ვემზადებით პოსტოპანდემიური ხანისათვის, რომ მზად დავხვდეთ ახალი შენობა -ნაგებობებით, ახალი ინფრასტრუქტურით, ახალი პროექტებით და პროგრამებით.

ვფქირობთ, რომ გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია. ცენტრალური მაგისტრალის მიყვანა სოფლის ცენტრამდე იწვევს მოქალაქეების კმაყოფილებას, მაგრამ იმის იქით საკუთარ უბანში, საკუთარ სახლის კარამდე თუ არ ექნა მას მობეტონებულ-მოასფალტებული გზა, მაინც არ არის კმაყოფილი და სწორადაც მიმაჩნია, რომ მოქალაქე კმაყოფილი მანამ არ უნდა იყოს, სანამ ყველა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუმცა ჩვენ გვაქვს პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების მიხედვით ვმუშაობთ. ვფიქრობთ, რომ მუნიციპალიტეტი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ მოქალაქეების საჭიროებებს და ამ გამოწვევებს უპასუხოს, სწორედ ამიტომ აგვირჩია ჩვენმა მოსახლეობამ, რომ ჰქონდათ ჩვენი იმედი. ვფიქრობ, რომ მათ იმედებს გავუმართლებთ და მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში ეფექტურად, შედეგიანად იმუშავებს მათ მიერ არჩეული მერიც და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოც. რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, მათი კმაყოფილება გამოხატული იქნება შემდგომ ადგილობრივ არჩევნებში, სადაც ჩვენი გუნდი იქნება წარმატებული,"-განაცხადა ხარაგაულის მერმა Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 334-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია Black Sea Group განახორციელებს.
წელს ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება გასამმაგებულია, რაც ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტას მნიშვნელოვნად
იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ხარაგაულის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა მუნიციპალიტეტში დასრულებული

ამინდი