Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში, უფასო სასადილოთი მოსარგებლეები კერძების ხარისხს და რაციონს იწუნებენ

თარიღი : 1-05-2021, 13:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხმაური იყო ტყიბულში, სადაც უფასო სასადილოს ბენეფიციარების ნაწილმა კვების ხარისხი და რაციონი გააპროტესტა. სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ პურის გარდა, კვირას საკვები საერთოდ არ ეძლევათ. სადღესასწაულო დღეებში კი სასადილო დაკეტილია, რის გამოც ისინი ფაქტობრივად მშივრები რჩებიან.

სოციალურად დაუცველების ინფორმაციით, დიდი ხანია ტყიბულის მერსა და მერიის სოციალური სამსახურის უფროსს სასადილოში არსებული პრობლემებით დაინტერესებას სთხოვენ, თუცა მათი მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. ბენეფიციარები აცხადებენ, რომ სასადილო მათი ერთადერთი საარსებო საშუალებაა, ამიტომ კვებას ყოველდღიურად მოითხოვენ.

"კვირაში კვერცხი, ბულკი, ორჯერ რომ გვეძლეოდა, ახლა ერთხელ გვეძლევა. არაა კარგი კერძები და რომ ვიტყოდი, მეჩხუბებოდნენ, შენ ინტრიგანი ხარო. კერძში პარკის პატარა ნაგლეჯი ვნახე, რომ ვთქვი, მითხრეს შენ თვითონ ჩააგდეო. მერე იძულებული გავხდი წამოვსულიყავი და რომ წამოვედი, ასე უთქვამს ხომ გავაგდეო. დღესასწაულის დღეებში საერთოდ ისვენებენ, დაკეტილი აქვთ სასადილო. რომ ვუთხარი მერს ეს პრობლემები, მობრძანდით და გაარკვიეთ-მეთქი, დაგეხმარებიო, მაგრამ არ დაგვეხმარა. ჩვენ არსებობისთვის ვიბრძვით, გვინდა სასადილომ ყოველ დღე იმუშაოს,"-აცხადებს ერთ-ერთი ბენეფიციარი.

ბრალდებებს არ იზიარებს სასადილოს წარმომადგენელი. მისი განმარტებით, ისინი არსებული პროტოკოლით მუშაობენ, რაც შეეხება საკვებს, ხარიახიანად მზადდება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში 110 ბენეფიციარია დარეგისტრირებული.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 224-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ყველაზე მსხვილი უფასო სასადილო ხვალიდან ბენეფიციარებს ვეღარ მიიღებს. 650 ადამიანი კი სავარაუდოდ, საკვების გარეშე დარჩება.
რეაბილიტირებული სასადილო ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ დაათვალიერა.
საჩუქრები ტყიბულის უფასო სასადილოს 100 ბენეფიციარს გადაეცა.
ხარაგაულის ა(ა)იპ 'სათნოების სახლი' ახალ ფართში განთავსდა. უფასო სასადილო ამ დრომდე ნაქირავებ ფართში იყო განთავსებული.

ამინდი