Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მოსახლეობას მგზავრობის ტარიფი არ გაეზრდება, სტუდენტები კი ნახევარ ფასად იმგზავრებენ

თარიღი : 30-04-2021, 10:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება და 40 თეთრი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოს რიგით 41-ე სხდომაზე მიიღეს. როგორც ქალაქის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობის ღირებულების რეალური ტარიფი გაცილებით მეტია და 60 თეთრამდე აღწევს, ქუთაისის მერიამ და საკრებულომ გამოძებნა დამატებითი ფინანსები და შეძლო, რომ ქუთაისში მუნიციპალური ტრანპორტით მგზავრობა არ გაძვირებულიყო.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საკრებულოსთან ერთად, რომ არ გაგვეზარდა სამგზავრო ტარიფი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ტარიფი ნარჩუნდება და რჩება 40 თეთრი. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გათვლებით, რეალურად ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულება დაახლოებით 60 თეთრამდე ჯდება. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაახლოებით 30 000-მდე ჩვენი თანაქალაქელი მიიღებს სხვადასხვა შეღავათებს, მათ შორის არის როგორც უფასო მგზავრობა, ასევე განახევრებული ტარიფი. ის დაპირება, რომელიც იყო სტუდენტებთან დაკავშირებით, ასევე შესრულებულია. ისინი 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. მათთან ერთად ფასდაკლებით პროფესიული სასაწავლებლების სტუდენტებიც ისარგებლებენ.

სულ მალე, მაისის თვიდან ავტობუსებში ამოქმედდება საბარათე გადახდის სისტემაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაქალაქელებისათვის მისაღები და მოსახერხებელი იქნება როგორც მგზავრობის ტარიფი, ასევე გადახდის თანამედროვე მეთოდების დანერგვაც,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 226-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გადაწყვეტილება ამის შესახებ ქალაქის საკრებულომ დღეს მიიღო.
'სოკარი' ბუნებრივი აირით საქართველოს რეგიონების უმრავლესობას ამარაგებს.
ამ დროისთვის ქუთაისში საქალაქო ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 30-ს, ხოლო მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 40 თეთრს

ამინდი