Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ‘ტორპედო’-ს მთავარ მწვრთნელად შესაძლოა კვლავ კახა ჩხეტიანი დაბრუნდეს

თარიღი : 24-04-2021, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე შესაძლოა კახა ჩხეტიანი დაბრუნდეს. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს "ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორი უდასტურებს. პაპუნა მელაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა კახა ჩხეტიანი პირველია, ვისთანაც შეხვედრა ექნებათ.

"ჯერჯერობით არაფერი არ გადაწყვეტილა, მაგრამ პირველი კანდიდატურა კახა ჩხეტიანია, რომელთანაც გვექნება საუბარი. შესაძლოა ბატონი კახა დაბრუნდეს მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, ვნახოთ, მოლაპარაკების თემაა. ყოველ შემთხვევაში, პირველი ვინც განიხილება, ბატონი კახა ჩხეტიანია,"-ამბობს პაპუნა მელაძე.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ დაკავებული თანამდებობა 2 დღის წინ დატოვა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.

კლუბსა და კახა ჩხეტიანს შორის კი კონტრაქტი, 2019 წლის ბოლოს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 320-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 38 წლის კახა ჩხეტიანი დაიკავებს.
ქუთაისის ,,ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. აღნიშნული პოსტს, გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, 38 წლის კახა ჩხეტიანი

ამინდი