Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში დედამიწის დღე დასუფთავების მასშტაბური აქციით აღინიშნა

თარიღი : 22-04-2021, 16:11 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღე დასუფთვების მასშტაბური აქციით აღინიშნა. დასუფთვების აქციაში მონაწილეობა ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად მიიღო.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით აღნიშნულ აქციაში საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებათა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

დღევანდელი აქციის ფარგლებში დასუფთავდა: გივი ყიფიანის სახელობის სკვერი, ცენტრალური სტადიონისა და რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, ყოფილი ცენტრალური საავადმყოფოს ტერიტორია, სკოლებისა და საბავშო ბაღების როგორც შიდა ეზოები და მიმდებარე ტერიტორიები.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

ვანის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღისადმი მიძღვნილ დასუფთვების აქციას ორგანიზება ააიპ ვანის კომუნალურმა გაერთიანებამ გაუწია.


ნანახია: 142-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა ხონში არსებულ წარმოება-დაწესებულებების და სამსახურების ხელმძღვანელებს სიმბოლური მოსაწვევები
აქცია-ღონისძიებაზე, რომელსაც RICDOG-ი უკვე მე-7 წელია მართავს, ორგანიზაციის წევრებმა საზოგადოებას გარემოზე ზრუნვისაკენ მოუწოდეს.
ქუთაისში დედამიწის საერთაშორისო დღე გამწვანების აქციით აღნიშნეს.
„ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა...ჩვენი პასუხისმგებლობა“
მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.

ამინდი