Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხმაური ზესტაფონის მერიაში-‘ოცნების’ წევრები ქალაქის მერს დაუპირისპირდნენ

თარიღი : 20-04-2021, 14:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხმაური იყო ზესტაფონის მერიაში, სადაც “ქართული ოცნების” ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციიდან გათავისუფლებული პირები მივიდნენ. ისინი ორგანიზაციიდან გათავისუფლების ფაქტს აპროტესტებდნენ და ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ მერი და ვიცე-მერი თაღლითობისათვის არიან ნასამართლევი. მერიაში მისული რამდენიმე პირი აღნიშნული დოკუმენტების გასაჯაროვებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ქალაქის მერი გამოვიდა. გიორგი გოგლიჩიძის თქმით, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გაბრაზება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მან ორგანიზატორის ოჯახის კომპანიას სასათბურე პირობები არ შეუქმნა.

“ქართული ოცნები”-დან წევრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტება “ოცნების” რაიონულ ორგანიზაციაში განაცხადეს და განმარტეს, რომ გათავისუფლებული წევრები ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობდნენ.


ნანახია: 211-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ისინი პრემიერს მიმართავენ და ზესტაფონში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ.
ზესტაფონში "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო ბროშურები დაარიგეს. კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა
ზესტაფონის მერიის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ მერი მუნიციპალიტეტის საზიანოდ მოქმედებს და თანამდებობა უნდა

ამინდი