Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პოლიციელს ჯილდო გადაეცა

თარიღი : 20-04-2021, 09:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა, ამავე დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი - დავით ახობაძე შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით დააჯილდოვა.

ახობაძეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის „გლოკის“ მოდელის პისტოლეტი გადაეცა.

პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ახობაძე მიმდინარე წლის 5 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიჭრა. სუიციდის მცდელობის შესახებ მიღებულ შეტყობინებაზე გასულ პოლიციელებს სანადირო თოფით შეიარაღებულმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ ესროლა, რის შედეგადაც ვანის პოლიციის უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსმა ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანება მიიღო. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დაჭრილი დავით ახობაძე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ამჟამად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დავით ახობაძე მკურნალობას სახლში განაგრძობს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


ნანახია: 204-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულისა და ზესტაფონის პოლიციის უფროსებმა ერთამენთი ხელჯეტებით სცემეს.
ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის
რევაზ ქობულია მიმდინარე წლის 8 ივნისს ბრალდებულის დასაკავებლად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების დროს დაიჭრა.

ამინდი