Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოვლინდა

თარიღი : 19-04-2021, 13:28 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქე სამტრედიაში, კოპიტნარის დასახლების მიმდებარე არხში თევზჭერას თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობით ახდენდა. სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა 2 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.

ვანის მუნიციპალიტეტში კი, მდინარე სულორზე, მოქალაქე თევზჭერას ანკესზე გამობმული სახლართი ბადით, ე.წ. პარაშუტით ახდენდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევებს თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოართვეს და დალუქეს.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 52 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


ნანახია: 200-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების განყოფილების
ამავე პერიოდში, გამოვლენილია ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 9 ფაქტი. დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაილუქა უკანონო
სოფელ მეორე სვირში, მდინარე ყვირილაზე, მოქალაქე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდა თევზის მოპოვებას.

ამინდი