Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ბუნებრივია, უაზრო რისკი გამართლებული არ არის, მაგრამ ყველა შეცდომით ყიდულობ ცოდნას. ამიტომ, მე პირადად, რისკების არ მეშინია,’-ქალი, რომელსაც დაბრკოლებები არ აშინებს

თარიღი : 17-04-2021, 18:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას “გააზიარე წარმატება”. რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს იმ ადამიანების ცხოვრების შესახებ მოუყვება, რომლებმაც არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ბრძოლა არ შეწყვიტეს და სასურველ მიზნამდე მივიდნენ. ახლოს გაგაცნობთ ადამიანებს, რომელთაც მარცხი წარმატებად აქციეს.

რუბრიკის მორიგი რესპონდენტი, ბევრი ქუთაისელისთვის კარგად ცნობილი სახეა. ამჟამად, ყველასთვის საყვარელ ადგილს, "ქუთაისის ახალგაზრულ ცენტრს" ხელმძღვანელობს. მანამდე კი ბევრ სფეროში მოსინჯა თავი. გვიყვება, რომ არასდროს შეშინებია, როცა აბსოლუტურად განსხვავებულ პროფესიას ეჭიდებოდა. ყველა საქმეში აზარტს ხედავდა და სულ წინ მიდიოდა.

Topnews.com.ge ხელოვნებათმცოდნე ნატალი პატარიძეს ესაუბრა.

"ალბათ ყველგან მიმუშავია, სადაც კულტურასთან დაკავშირებული რამე ორგანიზაცია ყოფილა ქუთაისში. პიარისა და მარკეტინგის მიმართულებითაც დიდი სამუშაო გამოცდილება მაქვს. თავდაპირველად კულტურის განყოფილებაში დავიწყე მუშაობა მერიაში, 11 წლის წინ. შემდეგ პირველი შეხება მქონდა ბიზნესთან. "ჩაის სახლის" მენეჯერი ვიყავი, როგორც პიარის, ასევე კულტურული "ივენთების" მიმართულებით. პარალელურ რეჟიმში, სკოლაშიც ვასწავლიდი, ბოტანიკურ ბაღშიც ვმუშაობდი და კიდევ ბევრგან, შორს წაგვიყვანს ამის ჩამოთვლა. საბოლოოდ, მოვედი "ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრთან", რომელიც აბსოლუტურად ნულიდან დავიწყე.

ზოგადად მახასიათებს, რომ აბსოლუტურად რადიკალური სფეროები მოვსინჯო და არ შემეშინდეს იმის, რომ რაღაც კონკრეტულ პროფესიაში ან კონრეტული მიმართულებით ვიმკვიდრებ თავს. არასოდეს არ უნდა შეგეშინდეს შენი თავის სხვანაირი ასლის შექმნის. ამას ქმნის ზუსტად რისკი და რისკის გაწევის გამბედაობა. ყოველთვის საინტერესოა როცა ახალ საქმეს იწყებ, თუნდაც ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ შეცდომა. ისეთი საინტერესოა პრაქტიკიდან სწავლა და დიდი აზარტი მოაქვს. წინასწარ მსიამოვნებს იმის წარმოდგენა, თუკი ვინმე ეჭიდება საქმეს და მე ვიქნები მისი ინსპირაცია და ვამხნევებ,"-ამბობს ნატალი პატარიძე.

მუდმივად იყო მოძრაობაში და საკუთარი თავის განვითარებაში - ესაა ჩვენი რესპონდენტისთვის მთავარი მამოძრავებელი. წარმატება რომ მარტივად არ მოდის, ამაზე ნატალი პატარიძეც საუბრობს. მისთვის სწორედ დაბრკოლებებისა და დაუძლეველი წინააღმდეგობების დაძლევაა წარმატება.

"წარმატების ფორმულა - როცა ამ ფრაზას ვიგებ, ყოველთვის წარმომიდგენია უზარმაზარი შრომა, ძალიან ბევრი კრიზისის დაძლევა, ბევრი შეცდომის დაშვება, ამის გადალახვა და ამასთან გამკლავება. წარმატების ფორმულაზე ვარდისფერი და რაღაც ტკბილი არაფერი მახსენდება, პირიქით, დაუძლეველი წინააღმდეგობების დაძლება მგონია წარმატება, რომელსაც უზარმაზარი ნებისყოფა და პასუხისმგებლობა სჭირდება.

დაბრკოლებები რა თქმა უნდა, მეც მქონია და ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, მით უმეტეს ისეთ არასტაბილურ გარემოში, როგორშიც ჩვენი ქვეყანა და საზოგადოებაა, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ, არასდროს ჩამომიშვია ხელები. შეიძლება ყოფილიყო წამიერი სისუსტეები, მაგრამ ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი და მთავარი იდეაფიქსი წარმატებისა და საქმის კეთების, ყოველთვის იყო (და არის) მოძრაობა. ყველა შეცდომის, ყველა დაბრკოლების, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, უნდა იყო მოძრაობაში, მუდმივად სტრატეგიის დასახვაში, თუ როგორ განავითარო შენი საქმე,"-ამბობს რესპონდენტი.
https://i.postimg.cc/hPsmBQHB/9-CA50-CE0-A9-D1-4-E17-AF8-C-91-C3-CAAF3-DE5.jpg
გვიყვება, რომ წინააღმდეგობები ყოველი ფეხის ნაბიჯზე თან გვსდევს, მაგრამ გარისკვის არ უნდა შეგვეშინდეს. რიკსთან ერთად, მიზნის მისაღწევად მუდმივად უნდა იშრომო. მისივე თქმით, ამ პროცესში შეიძლება ბევრი რამის დათმობა მოგიწიოს, მაგრამ მონდომება, საქმის სიყვარული და ამისთვის თავგანწირვა, სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს.

"იმ ადამიანებს, ვისაც ეშინიათ დაბრკოლებების და რისკების, ვეტყოდი, რომ არც ერთი ბიზნესსექსპერტი არ მირჩევდა ალბათ, "სულიკოს" მიტოვებულ შენობაში გამეკეთებინა ბალეტის ქორეოგრაფიული წრე, ხატვის, ან სხვადასხვა სახელოვნებო დარგების. აქ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამოკეტილი იყო შენობის კარები. ამავდროულად, იმ პერიოდში, ბალეტი საერთოდ არ არსებობდა ქუთაისში და მეტნაკლებად არსებობდა უფასო სასწავლებლები ამ მიმართულებით, სადაც შეეძლოთ იგივე განათლების მიღება. ამიტომ, არც ერთი ბიზნესსექსპერტი არ ურჩევდა დამწყებს, სტარტაპერს, აქ საქმიანობა დაეწყო, თუმცა ზუსტად რისკმა, გათვლამ, დღედაღამ შრომამ განაპირობა ის, რომ "ახალგაზრდული ცენტრი" შეიქმნა.

ბუნებრივია, უაზრო რისკი გამართლებული არ არის, მაგრამ ყველა შეცდომით ყიდულობ ცოდნას. ამიტომ, მე პირადად, რისკების არ მეშინია. უფრო მეტსაც გეტყვით, ნებისმიერი ჩემი საქმე, თუკი უკან მოვიხედავ და რამე არის გაკეთებული, არის პირდაპირ რისკის საფუძველზე მიღწეული, ოღონდ პროცესში, როცა რისკს გაწევ, არასოდეს არ უნდა შეგეშინდეს იმის, რომ ხანგრძლივობაში ეს უდრის უდიდეს შრომას, ზოგჯერ დასვენების დღეების არქონას, ზოგჯერ დღესასწაულებზე სახლში არყოფნას, ზოგჯერ მეგობრების წრესთან მოწყვეტას, გადაღლილობას და ძალიან ბევრ მსგავსს.

ვარ მაძიებელი, რომელსაც უყვარს სხვადასხვა საქმეების შექმნა, აგება, მისი განვითარება და ამ აზარტით კვება. ბოლოს ვინ ვიქნები არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ რაც მიყვარს, მხოლოდ იმას ვაკეთებ და რისი შეყვარებაც შემიძლია. ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს დამოკიდებულება, რომ ჯერ მიყვარს და მერე ვაკეთებ, განაპირობებს შექმნილი საქმის გამართვას. რამდენად წარმატებული ვარ ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ძალიან რთულია შეაფასო შენი გაკეთებული, ალბათ ამაზე სხვამ უნდა ილაპარაკოს, მაგრამ იმ მდგრადობას და სტაბილურობას, რაც აქვს გაკეთებულ საქმეს, ზუსტად ეს ქმნის: ჯერ გიყვარს და შემდეგ მზად ხარ თავგანწირვისთვის,"-ამბობს ნატალი პატარიძე Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 309-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"პირველი ხელფასი იყო 35 ლარი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი სად დამეხარჯა. თან მეგონა, რომ არ მეკუთვნოდა და ცოტათი

ამინდი