Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ყოველთვის მქონდა (და მაქვს) განსაკუთრებული მიდგომა მომხმარებლის მიმართ. ჩემს პროფესიას არ ვუყურებ, როგორც შემოსავლის წყაროს, მომხმარებელთან ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,’-24 წლის ვიზაჟისტი, რომელიც ადამიანების სილამაზის სამსახურშია

თარიღი : 17-04-2021, 15:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას იწყებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

ჩვენმა რესპონდენტმა 24 წლის მარიამ ხარაბაძემ ჰობი ძირითად პროფესიად აქცია. მარიამმა ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა, როგორც თავად გვიყვება, ვიზაჟისტ-გრიმიორობა ყოველთვის აინტერესებდა, ამიტომ გადაწყვიტა, ეს საქმე პროფესიონალურ დონეზე შეესწავლა.

"არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ამ სფეროში ვარ, თუმცა ყოველთვის მიყვარდა ეს საქმე და სერიოზულად ვუყურებდი. ამიტომ, გადავწყვიტე პროფესიულ დონეზე შემესწავლა. ვხვდებოდი, რომ ძალიან მიზიდავდა ეს საქმე, ბევრად უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ბიზნეს-ადმინისტრირება. თავიდან საკუთარ თავზე ვმუშაობდი, შემდეგ ვიზაჟისტ-გრიმიორობას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს ვუწევდი. ყოველთვის მქონდა (და მაქვს) განსაკუთრებული მიდგომა მომხმარებლის მიმართ. ჩემს პროფესიას არ ვუყურებ, როგორც შემოსავლის წყაროს, მომხმარებელთან ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე დიდ სტიმულს მაძლევს მომხმარებლის ერთი თბილი სიტყვაც კი, მათი ბედნიერი სახეები და კმაყოფილება. ეს ჩემთვის ყველაფერია.
https://i.postimg.cc/pTQXC2qV/41-ED6-B1-A-DC36-4334-9501-D711-D2-CE459-C.jpg
დაახლოებით ერთი წლის წინ, გავიარე კურსები. ამასთან, იმდენად მაინტერესებდა ეს საქმე, "ბიუთი ბლოგერებისგანაც" ბევრი რამ ვისწავლე. ანუ, მაქსიმალურად გამოვიყენე სოციალური ქსელი. ამ პანდემიის პერიოდში მქონდა დრო და ბევრი ონლაინ კურსიც გავიარე. სწავლის პარალელურად ვმუშაობდი წყალტუბოში, სულ 2 სალონში. ოფიციალურად ვიზაჟის განხრა მაქვს დამთავრებული, მაგრამ გრიმიორობამაც დამაინტერესა და დავიწყე ამის შესწავლაც. შემდეგ მოსწავლეებიც კი მყავდა, რომლებსაც ვასწავლიდი, როგორ გაეკეთებინათ საკუთარ თავზე მაკიაჟი,"-ამბობს მარიამ ხარაბაძე.

მარიამის ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მას გადაღებების ვიზაჟისტ-გრიმიორობა შესთავაზეს. გვიყვება, რომ გადაღებები წყალტუბოში მიმდინარეობდა. მარიამი მსახიობების გარეგნობაზე ზრუნავდა.
https://i.postimg.cc/76KjwdLM/F916-C48-B-A1-B3-4434-97-BF-E6091774-BF06.jpg
"რეკომენდაციებით და ჩემი ნამუშევრების ნახვით დამიკავშირდნენ და აქედან მოვხვდი გადაღებებზე. იღებდნენ კლიპს პანდემიასთან დაკავშირებით. პანდემიის პერიოდში ვმუშაობდი. ეს ჩემთვის პირველი იყო, მივიღე უდიდესი გამოცდილება. ბევრი რამ ვისწავლე, მეც კმაყოფილი ვიყავი და თავადაც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. პირველ რიგში ვისწავლე, როგორია ხალხთან მუშაობა. გეტყვით, რომ სულ სხვაა, როცა მომხმარებელი მოდის სალონში და თავს იწესრიგებს, მაგრამ როცა გადაღებებისთვის მუშაობ, ეს კიდევ დიდი გამოცდილება და პასუხისმგებლობაა. მეუბნებოდნენ რა როლი, ხასიათი უნდა მომერგო მსახიობისთვის და ამის მიხედვით ყველაფერს ვაკეთებდი. სულ 2 გადაღებაზე ვიმუშავე. თუ იქნება მსგავსი სიტუაცია და შემოთავაზება, მოხარული ვიქნები, აუცილებლად დავთანხმდები,"-ამბობს მარიამ ხარაბაძე.

მარიამი იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში, სამომავლო გეგმების შესახებაც საუბრობს.

"ამჟამად ქუთაისში, რუსთაველის 139 ნომერში მდებარე სილამაზის ცენტრ Allure/ალური-ში ვმუშაობ და ვიღებ მომხმარებლებს. ვთვლი, რომ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და პრაქტიკა ძალიან დიდ ცოდნას მაძლევს. მინდა, კიდევ უფრო განვვითარდე ამ კუთხით. ამასთან, ოცნებად მაქვს ვიყო ტრენერი და ჩემი ცოდნა იმ ვიზაჟისტ-გრიმიორებსაც გავუზიარო, რომლებიც ახლა იწყებენ ამ საქმის შესწავლას,"-ამბობს რესპონდენტი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 709-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი