Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘პირობას ვდებ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები ქუთაისშიც გაიზრდებიან,’-ქუთაისში დაარსებულ ახალ საფეხბურთო კლუბს ქუთაისელი ახალგაზრდა გოგონა უხელმძღვანელებს

თარიღი : 16-04-2021, 21:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ახალი საფეხბურთო კლუბი "იმერი" დაარსდა. კლუბის დირექტორი ქეთა ჯალაღანია გახდა. ქეთა იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საფეხბურთო სკოლის დაარსება ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს, რაულ ჩიხლაძეს დიდი ხანია სურდა, ამიტომ ფეხბურთის გულშემატკივრები ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ.

"ქუთაისის "ტორპედოს“ აკადემიაში იყო მწვრთნელი რაულ ჩიხლაძე, რომელიც ამ სფეროში საუკეთესოა და მართლაც გამორჩეული ბავშვები ჰყავს. რაულს სურდა სკოლის დაარსება და ამ იდეის გარშემო გავერთიანდით ისეთი ხალხი, ვისაც გაგიჟებით გვიყვარს ფეხბურთი და რაც მთავარია, წინსვლისთვის პატიოსანი შრომით მაქსიმუმს გავაკეთებთ.

მე კი, დაბადებიდან ფეხბურთის სიყვარულით ვარსებობ, არაადამიანურად მიყვარს და ბავშვობიდან მაქვს ოცნება, ჩვენი ქვეყნის წარმატებით გავიხარო. წარმატება კი მარტივად არ მოდის. ბავშვებს იდეალური პირობები, ყურადღება, განათლება, სწორი აღზრდა სჭირდებათ. ამასთან, სწორი საფეხბურთო მენტალიტეტი, რისი არქონის შემთხვევაშიც უბრალოდ ბურთს გააგორებენ მწვერვალების დაპყრობის გარეშე. ქუთაისში ბევრი ნიჭიერი ბავშვი იყო, არის და იქნება. ამიტომ, ნიჭთან ერთად დღეიდან, ამ ქალაქში იქნება ყველა ის პირობა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი. მე, როგორც საფეხბურთო კლუბ "იმერის" დირექტორი, პირობას ვდებ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები ქუთაისშიც გაიზრდებიან "-აცხადებს ქეთა ჯალაღანია.

მისივე თქმით, უკვე გახსნეს დასავლეთ საქართველოში პირველი ინდივიდუალური მომზადების საფეხბურთო ცენტრიც.

"ცენტრში არის განსხვავებული ინვენტარი, განსხვავებული ვარჯიში მაღალკვალიფიციურ მწვრთნელებთან ერთად: ინდივიდუალური მომზადება, კოორდინაცია, საბაზისო ტექნიკა, ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება. "იმერში" მიღება 5 წლიდან 13 წლამდეა. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს კლუბი იქნება საუკეთესოების “სამჭედლო”. კლუბს აქვს საკუთარი ხელოვნური სტადიონი, ყველა საჭირო ინვენტარი და რაც მთავარია სწორი, მაღალი დონის ვარჯიშები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქუთაისში ბავშვთა ფეხბურთი გაცოცხლდა. უახლოეს მომავალში გაგაცნობთ ახალ პროექტს, რომელიც ასევე პირველი იქნება დასავლეთ საქართველოში,"-აცხადებს ქეთა ჯალაღანია.

საგეხბურთი კლუბ “იმერი"-ს ბაზა ქუთაისში, ავტომშენებლის #12-ში მდებარეობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 378-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გუნდის სამომავლო გეგმებზე ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ისაუბრეს.
საფეხბურთო სკოლის დეტალებზე კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჩაკვეტაძე საუბრობს.
აქციის მონაწილეები კლუბის შესაძლო დაშლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ უსახსრობის გამო, შესაძლოა, საფეხბურთო კლუბი დაიშალოს.
საფეხბურთო კლუბის აღმასრულებელი დირექტორი დავით ფრუიძე ამბობს, რომ კლუბს სხვა სპონსორების მოზიდვის იმედიც აქვს.
ქუთაისის საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი გადაეცა.
ინტერვიუ იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან.

ამინდი