Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“საქართველოში ინსულინის დეფიციტია”

თარიღი : 16-04-2021, 17:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში ინსულინის დეფიციტია - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია საუბრობს. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ინსულინი ვერ მოიმარაგა და ათასობით დიაბეტით დაავადებული სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლის შეძენას ვერ ახერხებს.

"ყოველ სამ თვეში ერთხელ, დიაბეტით დაავადებული ადამიანები მიდიან აფთიაქებში, მიაქვთ რეცეპტები და იღებენ საჭირო ინსულინს. ათასი სახეობის ინსულინია და ჯანდაცვის სამინისტრო, წესით, წლის ბოლოს უნდა ყიდულობდეს მთელი წლის მარაგს იმიტომ, რომ ეს ჯგუფი არის წინასწარ განსაზღვრული, წინასწარ იციან მათ რამდენ ადამიანს ესაჭიროება, რა დოზები და ა.შ.

4 თვეა გასული წლის დასაწყისიდან, 2 დღის წინ აფთიაქში მივედი და მითხრეს, რომ ინსულინის მარაგები არ არსებობს. 15-05-ზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზია, რომ დარეკოთ, პასუხსაც აღარ სცემენ ადამიანებს უკვე. ამის შესახებ დიაბეტიანების ჯგუფში ბევრი წერს. არადა, ინსულინი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი, თუ კვების დროს. ღამით თუ ბაზალური არ გაიკეთე, შეიძლება შაქარი იმ დონეზე აგივარდეს, რომ კომაში ჩავარდეს ადამიანი.

ჯანდაცვის მინისტრი და იმ კორუმპირებული ჩინოვნიკების ბრბო, რომელიც მოკალათებულია ჯანდაცვის სამინისტროში, ვერ აბამენ (უფრო სწორად "არ") თავს და ეს ფული სად წაიღეს კაციშვილმა არ იცის. მათ ვერ მოახერხეს მარაგების შევსება. ამიტომ, უამრავი ადამიანია დარჩენილი ინსულინის გარეშე.

მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, სასწრაფოდ შემოიტანოს ინსულინი, ეს მაინც არ არის გრიპის ვაქცინა, რომ დეფიციტში იყოს და წინასწარ ვერ განსაზღვრო ვინ იყიდის და როგორ იყიდის,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.

აღნიშნული პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქეებიც წერენ:

"4 თვეა უკვე ინსულინების დეფიციტია ქვეყანაში და არა თუ კუთვნილი რაოდენობის გადმოცემა, კომერციულ აფთიაქებშიც კი ჭირს ინსულინის შეძენა იმიტომ, რომ არ აქვთ! ჯანდაცვის ცხელ ხაზზე ვრეკავთ და უკვე თვეებია გვატყუებენ, 2 კვირაში იქნება მარაგიო. რა ხალხი ხართ ამისთანა, საერთოდ ადამიანის გცხიათ რამე? რაზე არის საერთოდ ლაპარაკი, პირველადი სასიცოცხლო მნიშვნელობის წამალს რომ არ ყიდულობთ და ათასობით ბავშვის და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებთ?"

"საშინელება ხდება, ძალიან გაბრაზებული ვარ. სათითაოდ გასცემენ ინსულინებს. ახლაც ვიჩხუბე ტელეფონზე ჯანდაცვაში, ინსულინების განყოფილებასთან და აქეთ უკვირთ, რატომ მაქვს პრეტენზიები. გთხოვთ ყველას, დარეკეთ და დააფიქსირეთ პროტესტი. იცოდეთ კარგი არაფერი ხდება და აწი უარესს უნდა ველოდოთ"

"წინა კვირას ჯერ 40 წუთი მალოდინეს, მერე მითხრეს, რა ისტერიკა ატეხეთ, მადლობა თქვით საერთოდ რომ გაძლევთ სახელმწიფო, საყიდელი რომ გქონდეთ მაშინ რას იზამდითო"

"გააფრთხილეს ეტყობა ოპერატორები აღარ გადართონ ამ საკითხზე განყოფილებაში. გამაგიჟეს, ხან გამითიშეს. უპასუხისმგებლოები არიან"-წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, სასწრაფოდ შემოიტანოს ინსულინი, რომელიც დიაბეტიანი ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. საკითხთან დაკავშირებით topnews.com.ge ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 452-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"არსებულ ვითარებაში კი პროგრამით შეძლებულები უფრო სარგებლობენ, ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს კი წამლის შეძენაც კი არ შეუძლიათ".
ჯანდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ,,ჰერცეპტინის" ღირებულების 80 % აფინანსებს.
სააგენტო გამოწვევას უგზავნის საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალ psnews.ge-ს, ახალი ამბების სააგენტოს newpres.ge-ს და საინფორმაციო

ამინდი