Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

თარიღი : 16-04-2021, 13:11 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი ნაფიცმსაჯულებმა გაამართლეს. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან გარდაცვლილის მეგობარი და უფლებადამცველი ლევან ჭელიძე საუბრობს. ვერდიქტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამოცხადდა.

"ნაფიცმსაჯულებმა გაამართლეს ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, უდანაშაულოდ ცნეს. აქ მოსამართლე ვერაფერს ვერ შეცვლიდა. მოსამართლე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მსჯელობდა, ამ მიმართულებით მან სცნო დამნაშავედ ბრალდებული და მისცა უმაღლესი 7 წელი. მოსამართლეს რაც შეეძლო, რა ბერკეტიც ჰქონდა, გამოიყენა მაქსიმალურად. ნაფიცების განსახილველ საქმეში მოსამართლე ვერ შევა არსებითად განხილვაში, თორემ, როგორც იურისტი, დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმის განმხილველი მოსამართლე, ქალბატონი ნანა ჯოხაძე, აუცილებლად მიიღებდა ამ საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს.

პროკურატურამ ვერ დაარწმუნა ნაფიცმსაჯულები, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი იყო იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალი ჰქონდა წაყენებული. ვერ დაარწმუნა და არ ჰქონდა ალბათ საკმარისი მტკიცებულებები წარდგენილი. სამწუხაროა, რომ ნაფიცების მიერ გამოტანილი ვერდიქტი არ საჩივრდება,"-განაცხადა ლევან ჭელიძემ.

32 წლის ელისო ჩეჩელაშვილი ქუთაისში, გასული წლის ივნისში მოკლეს. მკვლელობას მის მეზობელს ბ.კ-ს ედავებიან. ახალგაზრდა ქალის ცხედარს სახისა და გულმკერდის არეში 24 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 357-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ჩატარებული პირველი სასამართლო პროცესი დასრულდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული, მოკლული ქალის ყოფილი მეუღლეა, რომელიც სამართალდამცვეელბმა უკვე დააკავეს.
როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, გვიან ღამით, მოხუცის მომვლელმა მათ დაუძახა და უთხრა, რომ ქალბატონი გარდაცვლილი იპოვა.
მაგდა პაპიძე დამამძიმებელი გარემოებით განზრახ მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ.

ამინდი