Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘სახელმწიფო ენა ყველა დონეზე უნდა იყოს საკადრისად დაცული,’-ქუთაისში სახელმწიფო ენის დღე აღნიშნეს

თარიღი : 14-04-2021, 18:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
14 აპრილს საქართველოს სახელმწიფო ენის დღე აღინიშნება.

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა „ჩემი დედაენა“ და კალიგრაფიულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

უნივერსიტეტის ფოიეში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური საარქივო მასალა ( იაკობ გოგებაშვილი ხელნაწერები, ოსკარ შმერლინგის ილუსტრაციები, „დედა ენისა“ და ბუნების კარის“ შექმნის ისტორია) და კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულთა ხელნაწერები გამოიფინა.

ღონისძიებებს ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე დაესწრო.

“1978 წლის 14 აპრილი იყო უდიდესი მნიშვნელობის დღე არამხოლოდ ქართული ენის დასაცავად, არამედ ერის ცნობიერების ასამაღლებლად. სახელმწიფო ენა ყველა დონეზე უნდა იყოს საკადრისად დაცული. სასიამოვნოა, რომ დედაენის დღის აღსანიშნავად, ჩვენ ჩავატარეთ კალიგრაფიული კონკურსი და დღეს აქ გამოიფინა საუკეთესო ნამუშევრები,”-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

კალიგრაფიულ კონკურსში პირველი ადგილი ელენე ენდელაძემ დაიმსახურა, II ადგილი-დიმიტრი ლეთოდიანმა, III ადგილი- ლოლიტა ჩაგანავამ. ტატა კომახიძე და ნინო ჩუბინიძე კი კონკურსის ლაურეატები გახდნენ.


ნანახია: 151-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კვირეულის ფარგლებში კონკურსი- „ვინ უკეთ წერს“ და ვიქტორინა- „თუ დაივიწყე ენა ქართული!..“ ჩატარდა.
ღონისძიებაზე 1978 წელს, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დასაცავად გამართული აქციიდან ფრაგმენტები გაიხსენეს და ლექსები
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში დედაენის მემორიალთან ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი
გამოფენაზე წარმოდგენილია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული არტეფაქტები, რომლებიც ასახავენ
ქუთაისში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

ამინდი