Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანთან არ სურთ საუბარი,’-ნათია თურნავა ‘ნამახვანჰესის’ პროექტის მოწინააღმდეგეებზე

თარიღი : 14-04-2021, 13:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"როგორც ვხვდები, მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის მქონე ადამიანებთან საუბარი არ უნდათ"-ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ხეობის მცველების მოთხოვნას, რომლებიც ნამოხვანჰესის პროექტის ირგვლიც გაჩენილ კითხვებზე პასუხს მთავრობის პირველი პირებისგან ითხოვენ.

თურნავამ "რუსთავი 2"-თან, ქუთაისის მერიაში, 14 მარტს გამართული შეხვედრაც გაიხსენა, რომელიც მან და გარემოს დაცვის მინისტრმა, დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთში გაუფრთხილებლად დატოვეს.

"აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო აქტივისტების პოზიციას. ისინი თვლიან, რომ საუბრის სივრცე აღარ არსებობს, აყენებენ პირობებს. მე როგორც ვხვდები, მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის მქონე ადამიანებთან საუბარი არ უნდათ და ახლა, ბოლოს პრემიერ-მინისტრი ახსენეს. იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ჩვენი შეხვედრა, რომელიც 2 მინისტრის თანდასწრებით მიდიოდა და 10-მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი და მინისტრის მოადგილე ამ ჯგუფის სათავეში ჩამოვედით სულ ყველანი ქუთაისში და ჩვენ მართლაც გვქონდა მოლოდინი და შეთანხმება, რომ საქმიანი დიალოგი იქნებოდა.

საქმიანი დიალოგი არ ნიშნავს მაინც და მაინც მხოლოდ მთავრობის წევრების მონაწილეობას და მათგან პასუხების მოსმენას. ეს ნიშნავს მაგალითად, იგივე გეოლოგიის საკითხებზე უნდა ისაუბროს ბატონმა მერაბ გაფრინდაშვილმა, რომელიც საქართველოს მთავარი გეოლოგია და არა პირობითად, ნათია თურნავამ, რომელიც არ არის გეოლოგი. ასევე, სეისმოლოგიის საკითხებზე უნდა ისაუბროს შესაბამისმა სპეციალისტმა. როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან ფორმატი გაგებული იყო, როგორც სამუშაო, საქმიანი შეხვედრა, ხოლო, როგორც ჩანს, მეორე მხრიდან სხვა მოლოდინი იყო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ისევ ვამბობ, რომ თუ აქტივისტებს მართლაც გულწრფელად სურთ მიიღონ ამომწურავი პასუხები მინისტრებისგან, ჩვენი სპეციალისტებისგან, ვინც უფრო მეტად კომპეტენტურები არიან, კლავაც მოვუწოდებ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი კარი მათთვის ღიაა,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 172-ე დღეა გრძელდება. სამართალდამცველებს გუმათთან კრინის ბარიკადები აქვთ აღმართული და ხეობის მცველებს ნამოხვანისკენ არ უშვებენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 299-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი