Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი აღმართა

თარიღი : 14-04-2021, 10:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან, რკინის ბარიკადები აღმართა. აქტივისტების ინფორმაციით, სამართალდამცავები ადგილზე გვიან ღამით მუშაობდნენ, ბარიკადები კი დღეს გამთენიისას დადგეს.

ადგილზე რიონის ხეობის მცველები იკრიბებიან. პროტესტის ნიშნად ისინი რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ.

"სწორედ ამას ვგულისხმობდით როცა ვამბობდით, რომ ხეობა არის გადაცემული და არის უცხოელი ინვესტორის კერძო საკუთრებაში. დილის 4 საათისთვის აღიმართა რკინის ჯებირი. ჩვენ, ამ ხეობის მცხოვრებლებს, არ გვეძლევა საკუთარ სახლში შესვლის უფლება იმიტომ, რომ სახელმწიფო იცავს კერძო კომპანიის ინტერესს ამ შემთხვევაში. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა ჩვენი ერთიანობაა საჭირო, იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ ჩვენი სიმრავლით და მშვიდობით მთელს ამ ამბავს, რაც ახლა ხდება.

ჩვენ ჯერ ამ ადგილზე ვრჩებით, რადგან აქ გადის ბრძოლის ხაზი, მაგრამ ველოდებით კიდევ მოვლენების განვითარებას, რა ნაბიჯები გადმოიდგმება კიდევ იმ რეპრესიულ დიაპაზონში ხელისუფლების მხრიდან და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გადაინაცვლებს, ალბათ, ჩვენი აქციები დედაქალაქში,"-განაცხადა ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, გუმათში, ნამახვანჰესების კასკადის მშენებელ კომპანია ENKA-ს ოფისთან, რიონის ხეობის მცველებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი ადგილზე "ენკას" კუთვნილი მანქანის მოსვლას მოჰყვა, რომელსაც აქტივისტებმა გზა გადაუკეტეს. ადგილზე პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა.

ნამახვანჰესების მოწინააღმდეგეების პროტესტი 172-ე დღეა გრძელდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 250-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი