Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გუმათჰესთან, აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციელი დაშავდა

თარიღი : 13-04-2021, 07:40 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
რიონის ხეობაში ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი 171 დღეა გრძელდება. ამდენივე ხნის განმავლობაში ხეობაში იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც ხეობაში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.
https://i.postimg.cc/TYdWJ7N3/89-CEF932-9-E8-C-4787-B84-B-0-ED4-BB4-EE649.jpg
12 აპრილს, გუმათჰესთან მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი სამართალდამცავი დაშავდა. პოლიციელმა გონება დაკარგა. ინცინდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც პროტესტის მონაწილეებმა სამართალდამცავების მიერ ტერიტორიაზე მოწყობილი ჯებირის გარღვევა სცადეს. დაშავებულ სამართალდავს პირველადი სამედიცინო დახმარება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა და ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა გაუწიეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
https://i.postimg.cc/CxdBWZgy/B0-DFEFE3-2-ED2-46-AD-B34-D-CC80-E47-D6034.jpg
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში, გუმათჰესიდან გადაადგილება შეზღუდულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დროებითი შეზღუდვა ხეობაში მართლწესრიგის შენარჩუნებას ემსახურება.


ნანახია: 215-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი