Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმება

თარიღი : 12-04-2021, 19:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მონპლეზირის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება. ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილის ინფრასტრუქტურა წლების შემდეგ მოწესრიგდება.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია, რის შემდეგაც ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

"დაწყებულია მონპლეზირის მიმდებარე ტერიტორიის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცესი, რის შემდეგაც დაიწყება ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, შეივსება გრუნტი და დაიგება ახალი ფილები,"-განუცხადეს Topnews.com.ge-ს მერიაში.

მონპლეზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფილები დიდი ხანია დაზიანებული და აყრილია. განსაკუთრებული პრობლემები წვიმის დროს იქმნება. ქალაქის ისტორიული ნაწილის მოწესრიგებისკენ ოპოზიციონერები მერიას არაერთხელ მოუწოდებდნენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 417-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღეს პროექტის პირველი ნაწილის განხორციელება დაიწყო
ქუთაისის მერია სახანძრო სამსახურის ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით
გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლები ყოფილი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების გამო უკმაყოფილებას წლების მანძილზე

ამინდი